გუნდაური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ქედის მუნიციპალიტეტის მერისის თემში (აჭარის არ), შავშეთის ქედის ჩრდ. კალთის ძირას, მდ. მერისის (აჭარისწყლის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 680 , ქედიდან 11 კმ . 254 მცხ. (2002).



გუნდაური

სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის ტერიტორიულ ორგანოში, მდინარეების – სხალთისა და ჩირუხისწყლის (აჭარისწყლის მარცხ. შენაკადები) წყალგამყოფის ჩრდ.- დას. ნაწილის სამხრ. კალთაზე, ჩირუხისწყლის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 880 , შუახევიდან 8 კმ . 116 მცხ. (2002). სახელი უწოდეს გუნდაძეების საგვარეულოს მიხედვით.