გუნია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ა. გუნია.

ავთანდილ ლევანის ძე (27. IX. 1912, თბილისი, – 2. X. 1997, იქვე), ეკონომისტი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1979; წ.-კორ. 1967). ეკონ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1966). 1939 დაამთავრა მოსკ. გ. პლეხანოვის სახ. სახალხო მეურნ. ინ-ტი. 1953 იყო საქ. კპ ცკ-ის პროპაგანდისა და აგიტაციის განყ-ბის გამგე, 1953– 57 – საქართვ. კულტ. მინისტრი, 1957-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკისა და სამართლის ინტის პოლიტეკონომიის განყ-ბის გამგე, 1960-იდან – ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში, 1976–91 – დირექტორი , 1991-იდან გარდაცვალებამდე – სა209 პატიო დირექტორი. გ. იყო ეკონ. დარგში საკოორდინაციო საბჭოს თავ-რე, საქართვ. სახელმწ. პრემიების კომიტეტისა და სადოქტორო ხარისხის მიმნიჭებელი სამეცნ. საბჭოს წევრი. გ-ს სამეცნ. შრომები ეხება პოლიტეკონომიის, მრეწვ. ეკონ. და საქართვ. ეკონ. განვითარების საკითხებს. დიდია მისი წვლილი საქართველოში რეგიონული ეკონომიკისა და სოციალური ინფრასტრუქტურის დარგების ეკონომიკის მეცნიერულ კვლევაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997). დაკრძალულია ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში.

თხზ .: საქართველოს სსრ ინდუსტრია, თბ., 1972; მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ეკონომიკური პრობლემები საქართველოში, თბ., 1983; Воспроизводство рабочей силы в промышленности Грузинской ССР, Тб., 1961; К вопросу о темпах и пропорциях воспроизводства в экономике Грузии, Тб., 1969; Качественные сдвиги в формах и методах управления в сфере экономики, Тб., 1983; Научно-технический прогресс и региональная структура экономики, Тб., 1990.

ლიტ .: ავთანდილ გუნია. ბიობიბლიოგრაფია. შემდგ. ნ. აბუაშვილი და გ. მგელაძე, თბ., 2002. მ. ჯიბუტი.



სარჩევი

გუნია გიორგი კონსტანტინეს ძე

გ. კ. გ უ ნ ი ა. დეკორაციის ესკიზი პ. ჩაიკოვსკის ოპერისთვის "პიკის ქალი". 1976.

(19. X. 1938, თბილისი, – 30. III. 2001, იქვე), სცენოგრაფი. საქართვ. სახ. მხატვარი (1989). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1966), იქვე ეწეოდა პედ. საქმიანობას (1970–82). 1980–92 მუშაობდა საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის მთ. მხატვრად, ხოლო 1987–96 – საქართვ. მხატვართა კავშირის გამგეობის პირველ მდივნად. 1990-იდან გარდაცვალებამდე იყო საქართვ. კულტ. მინისტრის მოადგილე. 1991-იდან მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნ-ტში, 1992 იქვე დააარსა თეატრ.-დეკორაციული ფაკ-ტი. 1964-იდან გ-მ გააფორმა 70-ზე მეტი სპექტაკლი საქართველოსა და საზღვარგარეთის თეატრებში: ჟ. ანუის "ანტიგონე" (1968), ჟ. პ. სარტრის "ეშმაკი და უფალი ღმერთი" (1995, შოთა რუსთაველის სახ. აკად. თეატრი); ჟ. ანუის "ტოროლა" (1965), მ. მრევლიშვილის "წმ. შუშანიკის წამება" (1968), ვ. რასპუტინის "იცოცხლე და გახსოვდეს" (1983, კ. მარჯანიშვილის სახ. აკად. თეატრი); ვ. კოროსტილიოვის "კომანდორის ნაბიჯები" (1971), ა. სუმბათაშვილ- იუჟინის "ღალატი" (1983, ა. გრიბოედოვის სახ. რუს. დრამ. თეატრი); უ. შექსპირის "მეფე ლირი" (1972, რუსთავის დრამ. თეატრი); რ. ლაღიძის "ლელა" (1975), პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი" (1977, ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი); კ. მახარაძის "ბაგრატიონები" (1994) და "სტალინი" (1998, ერთი მსახიობის თეატრი – "ვერიკო"); ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა" (1964, პერმის პ. ჩაიკოვსკის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკად. თეატრი); გ. რობაქიძის "ლამარა" (1996, ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახ. დრამ. თეატრი) და სხვ. გ-ს შემოქმედებამ დიდი როლი ითამაშა 60-იანი წლების ქართ. სცენოგრაფიის განახლებაში. გ. აქტიურ საზ. მოღვაწეობას ეწეოდა. იგი აქვეყნებდა ქართ. სცენოგრაფიის სკოლისადმი მიძღვნილ სტატიებს, აფორმებდა გამოფენებს, სადღესასწაულო კონცერტებს.



გუნია გიორგი ლევანის ძე

(22. XI. 1908, თბილისი, – 23. VII. 1983, იქვე), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961). დაამთავრა საკავშ. კინემატოგრაფიის სახელმწ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (1934, ს. ეიზენშტეინის სახელოსნო). 20-იან წლებში მუშაობდა თბილისში, გ. პლეხანოვის სახ. თეატრში, 1928-იდან – კინოში მსახიობად, დამდგმელ რეჟისორად. გადაღებულია ფილმებში: "უგუბზიარა" (1930), "ნამდვილი კავკასიელი" (1931), "მზაღო და გელა" (1933) და სხვ. მეორე რეჟისორად იმუშავა ქართ. მხატვრულ ფილმებზე: "ჭრიჭინა" (1954), "ორი ოკეანის საიდუმლოება" (1955), "მე ვიტყვი სიმართლეს" (1957), "მაიაკოვსკი იწყებოდა ასე..." (1958), "სად არის შენი ბედნიერება, მზია?" (1959), "პალიასტომი" (1963), "შეწყვეტილი სიმღერა" (1960), "განგაში" (1968) და სხვ. 1965 მისი რეჟისორობით გახმოვანდა და აღდგა ფილმი "ახალგაზრდობა იმარჯვებს". 1947–54 თბილ. კინოსტუდიის ქრონიკის სექტორში, როგორც დამდგმელმა რეჟისორმა, გადაიღო ფილმები: "ბალნეოლოგიური კურორტი" (1947), "კულტურის კერა" (1948), "კურზუ, ლებარდე" (1948), "სიჭაბუკისა და სილამაზის დღესასწაული" (1950), "იალბუზზე ასვლა" (1950), "ჭიათურა" (1951), "სახალხო დღესასწაული რუსთავში" (1952), "მეხილეობა" (1953), "ქართლის ბაღებში" (1953), აგრეთვე კინოჟურნალები.



გუნია ვალერიან ლევანის ძე

ვ. გუნია.
ვ. გ უ ნ ი ა. სკალოზუბი, ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან".

[9 (21). I. 1862, სოფ. ეკი, სენაკის მაზრა, – 31. VII. 1938, თბილისი], მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრ. მოღვაწე. საქართვ. სახ. არტისტი (1933). 1876 შევიდა თბილ. რეალურ სასწავლებელში. 1881 პოლიტ. გამოსვლებში მ ო ნ ა წ ი ლ ე ო ბ ი ს ა თ ვ ი ს სასწავლებლიდან გარიცხეს. სწავლა განაგრძო მოსკოვში, პეტროვსკო-რაზუმოვსკოეს სას.- სამ. აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაება საზ. ცხოვრებაში. 1883- იდან მოღვაწეობდა ქართ. პროფ. თეატრში. როლები: მეფე ლირი, ოტელო (უ. შექსპირის "მეფე ლირი", "ოტელო"), კაკო ("კაკო ყაჩაღი", ი. ჭავჭავაძის მიხედვით), ოიდიპოსი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ოსიპი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ოთარ ბეგი (ა. სუმბათაშვილიუჟინის "ღალატი"), ბერსენევი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა") და სხვ. გ. გამოირჩეოდა სცენური მომხიბვლელობით, შთამბეჭდავი გარეგნობით, შესანიშნავი ხმით, ძლიერი ტემპერამენტით. მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ქართ. თეატრში რეალისტური მიმართულების დამკვიდრებასა და ქართვ. პროფესიონალ მსახიობთა აღზრდაში. წლების განმავლობაში სათავეში ედგა ქართ. დრამ. დასებს. გ-ს ეკუთვნის მრავალი ორიგინ. და გადმოკეთებული პიესა, რ-თაგანაც აღსანიშნავია "და-ძმა", "აღლუმი", "სიძე-სიმამრი", "ნაოხარზე", "რაც არ მერგება, არ შემერგება", "ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე". მანვე დაწერა ლიბრეტოები ოპერებისათვის: ზ. ფალიაშვილის "დაისი", დ. არაყიშვილის "დინარა" და სხვ. რედაქტორობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებს (მაგ., ჟურნ. "თეატრს"), 1886 დააარსა გაზ. "ცნობის ფურცელი", 1888 გამოსცა "საქართველოს კალენდარი", 1907 – იუმორისტული ჟურნ. "ნიშადური". გ. იყო თეატრის თვალსაჩინო ისტორიკოსი და თეორეტიკოსი. თეატრ. ხელოვნების შესახებ სისტემატურად აქვეყნებდა ლიტ. წერილებს, თეორ. ხასიათის სტატიებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ისტორიული ნარკვევი "ქართული თეატრი 1879–1889", 1921-იდან ხელმძღვანელობდა ქართ. თეატრებს. იყო საქართველოს ხელოვნ. მუშაკთა კავშირის გამგეობის პირველი თავ-რე. 1913-იდან მოღვაწეობდა კინოში.

თხზ .: [სერიაში] ქართული თეატრის მოღვაწენი სასცენო ხელოვნების შესახებ, წგ. 2, დ. ჯანელიძის რედ., თბ., 1953.

ლიტ .: ბ უ რ თ ი კ ა შ ვ ი ლ ი ა., რაინდი უშიშარი და გულმართალი, თბ., 1965; მადლობის დღე. საიუბილეო დასურათებული ალმანახი ვალერიან გუნიას პატივსაცემად და 35 წლის მოღვაწეობის აღსანიშნავად, [თბ.], 1917; უ რ უ შ ა ძ ე ნ., ვალერიან გუნია, თბ., 1987; ქ ა რ თ ვ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ე., ვალერიან გუნია, თბ., 1968; ხ ე თ ე რ ე ლ ი ც., ვალერიან გუნიას ლიტერატურულსაგამომცემლო მოღვაწეობა, თბ., 1989; ჯ ა ნ ე ლ ი ძ ე დ., ვალერიან გუნია, თბ., 1963. ლ. ცაგარეიშვილი.



გუნია ნონა ვალერიანის ასული

ნ. გუნია.

(20. XII. 1919, თბილისი, – 18. VII. 1998, იქვე), მოცეკვავე. საქართვ. დამს. არტისტი (1956), ესტრადის მსახიობთა პირველი საკავშ. კონკურსის ლაურეატი (1939). ვ. გუნიას ქალიშვილი. 1941 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1940–59 (ხანგამოშვებით) მუშაობდა საქართვ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლში, საქართვ. ფილარმონიის ჯაზორკესტრების კოლექტივებში სოლისტ მოცეკვავედ. თანაბარი ოსტატობით განასახიერებდა ნარნარსა და დინამ. ხასიათის ცეკვებს, რ-თაგან აღსანიშნავია ხალხ. ცეკვები: "ქართული", "განდაგანა", "ხევსურული", "ქისტური" და საესტრადო – "რუმბა", "ლირიკული ცეკვა", "აღმოსავლური ცეკვა" და სხვ. განსაკუთრებით პოპულარული იყო მის მიერ შესრულებული ცეკვა "ქართული" (გ. დარახველიძესთან ერთად). 1937 რესპ. ოლიმპიადაზე იგი აღიარებულ იქნა ამ ცეკვის საუკეთესო შემსრულებლად (I ადგილი და ოქროს მედალი). გ-მ თავისი წვლილი შეიტანა ქართ. ხალხ. ქორეოგრაფიასა და ეროვნ. საშემსრულებლო ტრადიციების დამკვიდრებაში. 1962–99 მუშაობდა საქართვ. თეატრ. საზ-ბის (1988-იდან – თეატრ. მოღვაწეთა კავშირი) მუს. თეატრებისა და ქორეოგრაფიის შემოქმედებითი კაბინეტის გამგედ. 1991–98 იყო ქართ. ენციკლოპედიის ხელოვნ. რედაქციის კონსულტანტი ბალეტის დარგში, ქორეოგრ. სექციის თავ-რე და არაერთი სტატიის ავტორი.






სერგო უშანგის ძე

[13 (26). IV. 1907, სოფ. ზანათი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 4. V. 1977, თბილისი], გეოფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1963), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). 1932 დაამთავრა თსუის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი. 1932–62 მუშაობდა თბილ. გეოფიზ. ობსერვატორიაში, მისი რეორგანიზაციის შემდეგ კი – ამიერკავკ. ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტში. 1962–77 იყო საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ფიზიკის კათედრის გამგე. გ. იკვლევდა ატმ. ფიზიკის საკითხებს. დაამუშავა ელჭექის პროგნოზის მეთოდი, რ-საც იყენებენ სამხრ. კავკასიის სახელმწიფოების ჰიდრომეტეოროლ. სამსახურების ოპერატიულ ქსელში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: ფიზიკის სალექციო კურსი, ნაწ. 3, თბ., 1972 (თანაავტ. ბ. გურგენიძე); Грозовые процессы в условиях Закавказья, Л., 1960; Учет гор и трения в двухуровенной модели для прогноза метеорологических элементов в условиях Кавказа, « Труды Закавказского н.-и. гидрометеорологического ин-та», 1965, в.19 (25) (თანაავტ. В.П. Садоков). ზ. ცქვიტინიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გუნია&oldid=2674-დან“