გურამიშვილები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კახეთის თავადები. დოკუმენტური ცნობები მათ შესახებ შემონახულია XVI ს-იდან. იოანე ბაგრატიონის ცნობით, გ-ის წინაპარნი ზედგენიძეთა საგვარეულოს გამოეყვნენ და ცალკე სათავადო სახლი შექმნეს. XVIII ს. დასასრულისათვის გ-ის გვარი რამდენიმე განაყოფისაგან შედგებოდა. მათი მამულები უმთავრესად ავჭალის , საგურამოსა და წიწამურის მიდამოებში იყო. გ-ის საგვარეულოდან ქართ. კულტ. არაერთი მოღვაწე გამოვიდა, მ. შ. პოეტები დ. გურამიშვილი და მ. გურამიშვილი , საეკლ. მოღვაწე ქ. გურამიშვილი . გ. აკოფაშვილი.