გურანდუხტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გურანდუხტი. X ს. II ნახევრის მოღვაწე. კუმურდოს ტაძრის ბარელიეფი.

X ს. II ნახ. პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზთა მეფის გიორგი II-ის (922–957) ასული, გურგენ მეფეთ მეფის (994–1008) მეუღლე, ბაგრატ III-ის (975–1014) დედა. 975, ქართლის განმგებლად ბაგრატის დადგენის შემდეგ, საქართველოს გაერთიანების მოწინააღმდეგე ქართლის დიდებული აზნაურები დაუკავშირდნენ კახეთის დიდებულებს, რ-თაც უფლისციხეში მყოფი გ. ქმარშვილიანად შეიპყრეს და კახეთში წაიყვანეს. ამის საპასუხოდ დავით III დიდი კურაპალატი თრიალეთში წავიდა ლაშქრით, რათა შეჭრილიყო კახეთში, მაგრამ კახელებმა დავითს მოციქული მიუგზავნეს და ტყვეები გაათავისუფლეს. 70-იანი წწ. ბოლოსა და 80-იანი წწ. დასაწყისში, ბაგრატ III-ის დას. საქართველოში ყოფნის დროს, გ. განაგებდა ქართლს, რ-ის პოლიტ. ცენტრი უფლისციხე იყო. ვ. გუჩუა.





გურანდუხტი

საქართველოს მეფის გიორგი I-ის ასული, ბაგრატ IV-ის და. მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტ. ცხოვრებაში. იყო გიორგი II-ის აღმზრდელი.


გურანდუხტი

დავით IV აღმაშენებლის მეუღლე, ყივჩაყთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული. დავით აღმაშენებლის დამოყვრებამ ათრაქა შარაღანისძესთან ხელი შეუწყო ყივჩაყებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და გარკვეული როლი ითამაშა საქართველოში მათი ჩამოსახლების საქმეში.

ლიტ. : მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002. რ. მეტრეველი.