გურგენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართლის მეფე VI ს. 20-იან წლებში. მოიხსენიებს VI ს. ბიზანტ. ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი. ქართ. ისტ. წყაროებში არ იხსენიება. 523 გ. მეთაურობდა ქართლის აჯანყებას ირანის წინააღმდეგ ( იხ. გურგენის აჯანყება 523). აჯანყების დამარცხების შემდეგ მან თავისი ოჯახითა და მომხრე აზნაურებით ბიზანტიას შეაფარა თავი. პროკოპი კესარიელის ცნობით, იმავე 523 ირანელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს, მაგრამ სხვა ბიზანტ. წყაროებით ირკვევა, რომ გ. არ ყოფილა ქართლის უკანასკნელი მეფე და ერთხანს მის შემდეგაც გრძელდებოდა მეფობა.

წყარო: პ რ ო კ ო პ ი კ ე ს ა რ ი ე ლ ი, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.

ლიტ .: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1). ა. ბოგვერაძე.


გურგენი

გ. 1008), ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, მეფეთ მეფე 994–1008; ქართველთა მეფის ბაგრატ II-ის ძე და გაერთ. საქართვ. პირველი მეფის ბაგრატ III-ის მამა. ცოლად ჰყავდა აფხაზთა მეფის გიორგი II-ის ასული გურანდუხტი . გ-მა აქტ. მონაწილეობა მიიღო საქართვ. პოლიტ. გაერთიანებაში. 975 ქართლში მეურვედ გადმოჰყვა ბაგრატ III-ს. ქართლის აზნაურების ერთი ნაწილის ღალატის შედეგად გ. შეიპყრეს კახეთის სამეფოს აზნაურებმა, რ-ებიც ქართლისათვის იბრძოდნენ. დავით III კურაპალატის ენერგიული ჩარევის შედეგად გ. გაათავისუფლეს. 988 გ. მონაწილეობდა ბაგრატ IIIის მიერ კლდეკარის ერისთავის რატის დასამორჩილებლად მოწყობილ ლაშქრობაში. მამის გარდაცვალების შემდეგ, 994, გ-მა მისი ადგილი დაიკავა, მას მეფეთ მეფე უწოდეს, რადგან ბაგრატ III უკვე მეფე იყო. გ. ბაგრატ III-თან ერთად ცდილობდა მიეღო დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა – ტერიტორიები, რ-ებიც ამ დროს ბიზანტიას ჰქონდა დასაკუთრებული. იმპ. ბასილი II-მ მამა-შვილს შორის უთანხმოების ჩამოსაგდებად ბაგრატს კურაპალატობა უბოძა, გ-ს კი – მაგისტროსობა (კურაპალატობა მეტი პატივი იყო), მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით, იმპერატორის ამ "წყალობით" შეურაცხყოფილი გ. ტაოს დასაპყრობად გაეშურა. ბიზანტიელებმა გ -ის წინააღმდეგ ლაშქარი გამოგზავნეს, მაგრამ საქმე ბრძოლამდე არ მისულა და კონფლიქტი ურთიერთდათმობით მოგვარდა.

ლიტ. : ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2). ა. ბოგვერაძე.