გურგენიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე ერმალოზის ძე (8. VII. 1916, სოფ. ხოტევი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 20. III. 1975, თბილისი), საბჭოთა კავშირის გმირი (6. III. 1945). 1934 დაამთავრა თბილ. სას.-სამ. ტექნიკუმი, 1934– 37 სწავლობდა ქ. სვერდლოვსკის სამშენებლო ინ-ტში, 1937-იდან გაიწვიეს წითელ არმიაში. 1940 დაამთავრა ქ. ჩკალოვის სამხ.-საჰაერო სასწავლებელი. 1940–42 ჩკალოვის აეროკლუბში მუშაობდა მფრინავ-ინსტრუქტორად. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ყირიმში, ლენინგრადთან, ვიბორგთან, შემდეგ – ესტონეთსა და ლატვიაში. მტრის გემების ჩაძირვისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები. ტ. ჩინჩილაკაშვილი.



სარჩევი

ბუხუტი ივანეს ძე

ბ. გურგენიძე.

(13. XI. 1933, დაბა სურამი, – 23. V. 2008, თბილისი), მოჭადრაკე, პირველი ქართველი საერთაშ. დიდოსტატი (1970). სსრკ სპორტის ოსტატი (1955), საერთაშ. ოსტატი (1968), საქართვ. დამს. მწვრთნელი (1968), სსრკ დამს. მწვრთნელი (1969), საქართვ. თერთმეტლგზის ჩემპიონი (1958–65, 1968, 1970, 1973), სსრკ ჩემპიონატების ცხრაგზის მონაწილე (საუკეთესო შედეგი – VII–VIII ადგილი, 1958), სტუდენტთა მსოფლიო გუნდური პირველობის ოთხგზის მონაწილე და ორგზის ჩემპიონი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში (1957, 1958). გაიმარჯვა შემდეგ საერთაშ. ტურნირებში: სოფია (1959, I–III ადგილი); თბილისი (1965, I ადგილი); ბათუმი (1966, I–IV ადგილი); თბილისი, ვ. გოგლიძის I მემორიალი (1970, I–II ადგილი მ. ტალთან ერთად); ოლომოუცი (1976, I ადგილი); თბილისი, ვ. ქარსელაძის IV მემორიალი (1976, I ადგილი); ჰრადეცკრალოვე (1977–78, I–II ადგილი). იყო ნ. ალექსანდრიას მწვრთნელი (1966–76), საქართვ. ჭადრაკის ფედერ. ვიცე-პრეზიდენტი და ჭადრაკის სასახლის დირექტორი (1989–94). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (1996).

ლიტ .: გ ი ო რ გ ა ძ ე თ., ბუხუტი გურგენიძე 60/45, თბ., 1993. თ. შ. გიორგაძე.





გიორგი გურამის ძე

(დ. 14. VII. 1963, თბილისი), თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (2000). 1985 დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტის (თსსი) სამკურნალო ფაკ-ტი. 1985–97 სამეცნ.-კვლ. და პედ. საქმიანობას ეწეოდა თსსუის ალერგოლოგიისა და შინაგან სნეულებათა კათედრებზე. იყო აღნიშნული კათედრების პროფესორი. 2003-იდან აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნ. სამედ. ცენტრის თერაპიული სამსახურის უფროსია, შემდეგ – ამავე ცენტრის შინაგან სნეულებათა დეპარტ. მთავარი სპეციალისტი. გ-ს კვლევის ძირითადი მიმართულებაა – კონსტიტუციური თავისებურებების (ანომალიების) შესწავლა ატოპიურ დაავადებათა დროს და მათი კორეგირების გზები, სტეროიდ- რეზისტენტული ბრონქული ასთმით დაავადებულთა კლინ.- იმუნოლოგიური თავისებურებების გამოვლენა, მათი კორექციის გზების ძიება და სხვ. გ. არის საქართვ. ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაციის, საქართვ. რესპირაციული საზ-ბის წევრი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. სტატია, მ. შ. 1 სახელმძღვანელო.




გურამ ვლადიმერის ძე

გ. ვ. გურგენიძე.

(30. XI. 1929, თბილისი, – 7. I. 2003, იქვე), ალერგოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1996). მედ. მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1966), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1982), სსრკ მედ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1988), საქართვ. მედ. მეცნ. აკად. წევრი (1995). 1954 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1963–74 იყო სამედ. ინ-ტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფესორი და ალერგოლოგიის კურსის ხელმძღვანელი; 1974-იდან – იყო მისივე თაოსნობით სსრკ- ში პირველად ჩამოყალიბებული ალერგოლოგიის კათედრის, ხოლო 1978-იდან – ა. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტის ალერგოლოგიის განყ-ბის გამგე და რესპ. ალერგოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი; 1975–86 – თბილ. სახელმწ. სამედ. ინტის პრორექტორი სასწ. დარგში; 1970–80 – თბილ. ალერგოლოგთა ასოციაციის, ხოლო 1980-იდან – საქართვ. ალერგოლოგთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე; 1990-იდან – საქართვ. ალერგოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. გ. შეისწავლიდა ალერგიულ დაავადებათა ეტიოპათოგენეზის, კლინიკის, მკურნალობისა და პროფილაქტ. საკითხებს. მის შრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბრონქული ასთმის ცალკეული კლინიკური ფორმის იმუნოლოგიური თავისებურებების დახასიათებას, აგრეთვე მკურნალობის და პროფილაქტ. მეთოდების შემუშავებას. გ. თანაავტორია ჰავაის უნ-ტის (აშშ) მიერ გამოცემული კოლექტ. მონოგრაფიისა "ალერგია მსოფლიოში". გ. იყო ჩეხოსლოვაკიის პურკინეს სახ. საბუნებისმეტყველო საზ-ბის საპატიო წევრი (1979); მოსკოვის ალერგოლოგთა სამეცნ. საზ-ბის (1979) და იმუნორეაბილიტაციის საერთაშ. ასოციაციის საპატიო წევრი (1994). დაჯილდოვდა ღირსების ორდენით (1998).

თხზ .: კვებითი ალერგია, თბ., 1980 (თანაავტ. კ. კაველაძე); Материалы к патогенезу бронхиальной астмы, Тб., 1960; Аллергология, Тб., 1987.





დავით ანტონის ძე

დ. ა. გურგენიძე.

(დ. 26. IX. 1953, სოფ. ჩაილური, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), ეტიუდისტი. საჭადრაკო კომპოზიციაში საერთაშ. დიდოსტატი (1989), სსრკ სპორტის ოსტატი (1979), საერთაშ. ოსტატი (1980), საერთაშ. არბიტრი (1994). პირვველი და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ეტიუდების შედგენაში (1997, 2003), ორჯერ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი (2005, 2007), გახდა სსრკ ჩემპიონი (1981, 1985), ორჯერ ვერცხლისა და სამჯერ ბრინჯაოს პრიზიორი. დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1975). საქართვ. საჭადრაკო კომპოზიციის კომისიის თავ-რე (1991), საერთაშ. არბიტრი ჭადრაკში (2000); საქართვ. ქალთა ნაკრების კაპიტანი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე (ვერცხლი; 2000). საქართვ. ჭადრაკის ფედერ. ვიცე-პრეზიდენტი (1994–2004). გამოაქვეყნა 1000-ზე მეტი ეტიუდი, მიიღო 100-ზე მეტი პირველი პრიზი. გ. 26 წიგნის ავტორია, მ. შ.: "რჩეული ეტიუდები-1" (1993), "რჩეული ეტიუდები-2" (1995; ორივე ინგლისურად); "ოთარ ტაბიძის საჭადრაკო ფილოსოფია" (1999); "პაწია ეტიუდები" (1999); "100 მინიატიურა" (1999); "სისადავე, სილაღე და სილამაზე" (1999). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).

თხზ .: Best studies, Tb., v. 1–2, 1993–95.

ლიტ .: გ ი ო რ გ ა ძ ე თ., ჭადრაკის გზაჯვარედინებზე, თბ., 1992. თ. შ. გიორგაძე.




დიმიტრი ხარიტონის ძე

(5. V. 1918, სოფ. ბუკისციხე, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 30. XI. 1991, თბილისი), პედაგოგი. პედ. მეცნ. კანდიდატი (1954), პროფესორი (1980), საქართვ. დამს. მასწავლებელი (1956), საქართვ. უმაღლესი სკოლის დამს. მუშაკი (1981). 1937 დაამთავრა სამასწავლებლო ინ-ტის (1946-იდან ა. ს. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტი; ახლანდ. ილიას უნ-ტი) ფილოლ. ფაკტი 1941-იდან მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1947 მუშაობა დაიწყო საქართვ. პედ. მეცნ. ინ-ტში. იყო რედაქტორი ჟურნ. "დაწყებითი სკოლა და სკოლამდელი აღზრდა". 1973-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილ. ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. უნ-ტში. გ-ს დიდი წვლილი მიუძღვის დიდაქტიკის აქტუალური პრობლემების მეცნ.-კვლევასა და ი. გოგებაშვილის მდიდარი პედ. მემკვიდრეობის შესწავლასა და გამოქვეყნებაში. იყო "საქართველოს სსრ პედაგოგიური აზრის ანთოლოგიისა" (1987, რუს. ენაზე), აგრეთვე ი. გოგებაშვილის რჩეულ თხზულებათა ხუთტომეულის რედკოლეგიის წევრი და შემდგენელი, III ტ-ის რედაქტორი (თბ., 1989–90; ი. გოგებაშვილის სახ. პრემია, 1993). თანაავტორია პედაგოგიკის ხუთი ქართ. სახელმძღვანელოსი. დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის მედლით (1979).

თხზ .: კორნელი ქაცარავა, თბ., 1971; დიდაქტიკის საკითხები, თბ., 1973; მარიამ ორახელაშვილი, თბ., 1978 (თანაავტ.); ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა სახალხო განათლების დარგში და მისი პედაგოგიური შეხედულებანი, თბ., 1979.


ვლადიმერ ირაკლის ძე

ვ. ი. გურგენიძე.

(დ. 7. XII. 1970, თბილისი), საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2007–08. 1987–90 სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტში, 1990–91 – მიდლბერის კოლეჯში (აშშ). 1993 მიიღო ბიზნესის მაგისტრის ხარისხი ემორის უნ-ტის ბიზნესის სკოლაში (აშშ). 1997–2003 მუშაობდა ბანკში "ABN Amro" წამყვან თანამდებობებზე. 2003–04 იყო ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი ბანკში "Putnam Lovell". 2004 გ. საქართველოში დაბრუნდა და ,,საქართველოს ბანკს" ჩაუდგა სათავეში. 2004–07 იყო თავისსავე დაარსებული (2000) სააქციო საზ-ბის ,,გალთ ენდ თაგგარტ სექიურითის" სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე, 2004–07 – საქართვ. საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2009-იდან არის ემორის უნ-ტის ალტერნატიული ინვესტიციების ცენტრის თავ-რე. 2009 სექტ. დაინიშნა რუანდის ბანკის "ბანკ ოფ კიგალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რედ. 2009 სექტ. რუმინელ ბიზნესმენთან ერთად დააარსა საინვესტიციო კომპანია "Liberty Investments". დაჯილდოებულია წმ. გიორგის სახელობის გამარჯვებისა (2008) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო (2010) ორდენებით.







ვლადიმერ მიხეილის ძე

[4 (16). XI. 1894, თელავი, – 15. IX. 1983, თბილისი], ინჟინერი რკინიგზების დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1950), პროფესორი (1950), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1956). 1926 დაამთავრა ლენინგრადის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინ-ტი. მუშაობდა თბილ. ინდუსტრ. ტექნიკუმსა და ამიერკავკ. სატყეო-ტექ. ინ-ტში (1926–30), ამიერკავკ., შემდგომ თბილ. მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინ-ტში (1930–59), საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში რკინიგზის სადგურებისა და კვანძების დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის კათედრის გამგედ (1944–78). 1978-იდან იყო ამავე კათედრის პროფესორ-კონსულტანტი. გ-ის ძირითადი სამეცნ. შრომები ეხება რკინიგზის ექსპლუატაციის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: Улавливающие тупики. Основы проектирования и эксплуатации, М., 1953; Железнодорожные станции с сортировочными устройствами на уклонах, Тб., 1961.




ვლადიმერ რობერტის ძე

(დ. 31. IV. 1957, თბილისი), სპორტსმენი (აკრობატიკა). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1979), სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1975–90), საერთაშ. კატეგორიის მსაჯი. მისი აღზრდილები არიან ევრ. და მსოფლიო ჩემპიონები: ი. გიორგობიანი , მ. მნათობაშვილი და სხვ. 1992-იდან წარმატებით გააგრძელა სამწვრთნელო კარიერა რუსეთში, აღზარდა მსოფლიოს და ევრ. არაერთი ჩემპიონი.




თამარ აბესალომის ასული

თ. გურგენიძე.
თ. გ უ რ გ ე ნ ი ძ ე. კარმენი, ჟ. ბიზეს ოპერა "კარმენი".

(დ. 31. VIII. 1940, ვორონეჟი), მომღერალი (მეცოსოპრანო), საქართვ. სახ. არტისტი (1984). 1963 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიის ვოკალური ფაკტი (პროფ. ვ. დავიდოვას კლასი). III კურსის სტუდენტმა თბილ. ოპერის სცენაზე შეასრულა ოლგას პარტია ვ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინში" (1961), 1963-იდან ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკად. თეატრის სოლისტი იყო და წარმატებით ასრულებდა მეცო-სოპრანოს წამყვან პარტიებს, რ-თაგან აღსანიშნავია: მარინა მნიშეკი (მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), კანიო (ლეონ კავალოს "ჯამბაზები", კარმენი (ჟ. ბიზეს "კარმენი"), ამნერისი, აზუჩენა, ებოლი (ჯ. ვერდის "აიდა", "ტრუბადური", "დონ კარლოსი), ლოლა (პ. მასკანის "სოფლური ღირსება"), დედა (ო. თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცება"), კატო (მ. დავითაშვილის "ქაჯანა"), ლუჩია (გ. ყანჩელის "და არს მუსიკა"), ბარბალე (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"). გ. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობასაც. აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული ვოკალური ციკლები: რ. შუმანის "ქალის სიყვარული და ცხოვრება", მ. დე ფალიას "7 ესპანური სიმღერა", მ. მუსორგსკის "უმზეოდ" და "სიკვდილის სიმღერები და ცეკვები", ვ. მოცარტისა და ჯ. ვერდის "რეკვიემები", ო. თაქთაქიშვილის "5 ვოკალური პოემა" და სხვ.






ივანე გრიგოლის ძე

(22. XI. 1941, სოფ. ზოვრეთი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – 10. VI. 2012, თბილისი), გენერალ-ლეიტენანტი (1993). დაამთავრა ომსკის უმაღლესი საერთო საჯარისო სამხ. სასწავლებელი (1963), მინსკის უმაღლესი საინჟინრო საზენიტოსარაკეტო სამხ. სასწავლებელი (1971), ხარკოვის რადიოტექ. სამხ. აკადემია (1978). მსახურობდა ბელორუსიაში (1963–66), ტაჯიკეთში (1971–76), ჰაერსაწინაღო დაცვის ჯარებში (1978–91), იყო საქართველოს რესპ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე – შეიარაღების მთ. სამმართველოს უფროსი (1992–98), განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი (1999–2002). 2002-იდან თადარიგშია. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III (1993, 1995) და II ხარისხის (1997) ორდენებით. ლ. დოლიძე.



მიხეილ გიორგის ძე

(1842–1885), ხალხოსანი. ჟურნ. "იმედის" რედაქტორი (1881–83). სწავლობდა მოსკ. სას. აკადემიაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ინსპექტორად განაწესეს ოდიშის სას. სასწავლებელში. გ. პერიოდულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს და მკაცრად აკრიტიკებდა ცარიზმის პოლიტიკას, მიუთითებდა გლეხთა მძიმე ეკონ. და სოც. მდგომარეობაზე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ლიტ-რას. მისი სიტყვით, მწერლობამ უნდა ამხილოს ცხოვრებისეული ნაკლოვანებანი და უჩვენოს მათგან გათავისუფლების გზა. წერილებში მითითებულია, რომ მშრომელ ხალხში აუცილებელია განათლების შეტანა.

ლიტ .: ა ნ თ ე ლ ა ვ ა ი., საზოგადოებრივ- პოლიტიკური მოძრაობისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან საქართველოში (XIX ს. მეორე ნახევარი), თბ., 1967. ზ. შველიძე.



ოთარ სოფრომის ძე

ო. გურგენიძე.

(3. X. 1928, თბილისი, – 21. IV. 2007, იქვე), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1979). დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკტი (1955). საქართვ. სამეცნ.- პოპულ. და დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანეში" გადაღებული აქვს ფილმები: "სეინერები ზღვაში გადიან" (1961), "დაუმთავრებელი დღიური" (1962, ბ. კრეფსთან ერთად), "ალვანელი მეცხვარეები" (1964), "ვარძია" (1967), "კლდის ვეფხვი" (1968), "სანდრო ახმეტელი" (1969), "ქართული ჭიდაობა" (1971; საპატიო დიპლომი კორტინა-დ’ამპეცოში სპორტ. ფილმების XXVIII საერთაშ. კინოფესტივალზე, 1972), "მონოლოგები პროფესიაზე" (1974), "საგარეჯოელი ფალავანი" (1974), "შემოქმედების სიმფონია" (1975), "სერგო ქობულაძე" (1977), "სულხან ცინცაძე" (1979), "თავკაცი" (1980), "ენგურის ეპოპეა" (1982; სახელმწ. პრემია "ხუთწლედის მატიანე", 1982), "მეორე შტურმი" (1985), "ქალის პორტრეტი" (1987) და სხვ. ა . გვენცაძე.







რევაზ აფრიკოს ძე

(დ. 11. XII. 1951, სოხუმი), გენერალ- მაიორი (1997). დაამთავრა ულიანოვსკის (სიმბირსკი) გვარდიის უმაღლესი სატანკო სასწავლებელი (1973), ჯავშან-სატანკო ჯარების სამხ. აკადემია (1988). 1979–82 იყო სატანკო ბატალიონის შტაბის უფროსი ამიერკავკ. სამხ. ოლქში. 1992-იდან დაინიშნა საქართვ. რესპ. შეიარაღებული ძალების მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურის მოადგილედ, ამავე წელს – მეთაურად (1992– 94). მონაწილეობდა აფხაზეთის ბრძოლებში საქართვ. ტერიტ. მთლიანობისათვის. 1996–98 იყო ქართ.-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების უფროსი სამხ. წარმომადგენელი საქართველოს მხრიდან, სამშვიდობო ძალების სარდალი (1998–99), განსაკუთრებულ დავალებათა გენე219 რალი (1999–2000). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III (1993) და II ხარისხის (1996) ორდენებით. ლ. დოლიძე.



რევაზ ვლადიმერის ძე

(24. X. 1931, თბილისი, – 9. III. 2005, იქვე), ოფთალმოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1969), საქართვ. მედ. მეცნ. აკადემიის წევრი (1996). 1955 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. მუშაობდა კლინ. და ექსპერ. ნევროლოგიის ინ-ტის უმცროს (1958–62) და უფროს (1962– 69) მეცნ. თანამშრომლად, შემდეგ ოფთალმონევროლოგიის ლაბორ. გამგედ 1972–78, 1978–2005 კი – ოფთალმონევროლოგიის სამეცნ.- პრაქტ. ცენტრის ხელმძღვანელად. გ-ის სამეცნ. მუშაობის ძირითადი სფეროა ოფთალმოლოგიური სიმპტომებისა და სინდრომების მნიშვნელობის შესწავლა თავის ტვინის სისხლძარღვოვანი და სიმსივნური დაზიანების დიაგნოსტიკისა და დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის, აღნიშნული სიმპტომოკომპლექსების პათოგენეზური მექანიზმების ახსნა, მხედველობის გზის მსვლელობის და მისი სტრუქტურის დაზუსტება და სხვ. გ. 1982–2005 იყო საქართვ. ოფთალმოლოგთა სამეცნ. საზ-ბის გამგეობის თავმჯდომარე. ავტორია მრავალი სამეცნ. შრომისა, მ. შ. 6 მონოგრაფიის და 4 მეთოდური რეკომენდაციისა. მიღებული ჰქონდა სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (1998).

თხზ .: მხედველობის გზის კლინიკური ანატომია, თბ., 2001 (თანაავტ. ი. ბერაძე); თვალის მამოძრავებელი აპარატი და მისი დაზიანების სემიოლოგია, თბ., 2002.