გურევიჩი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ე. გურევიჩი.

ემილ (სამუილ) იაკობის ძე (9. V. 1913, კიევი, – 23. III. 1981, თბილისი), პიანისტი და პედაგოგი. პროფესორი (1968), საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967). 1935 დაამთავრა კიევის კონსერვატორია (პროფ. კ. მიხაილოვის საფორტეპიანო კლასი), აქვე გაიარა ასპირანტურის კურსი. საკონცერტო მოღვაწეობა დაიწყო 1935-იდან (ამ წელს ზედიზედ გახდა უკრაინის პიანისტთა რესპ. და II საკავშ. კონკურსების ლაურეატი). პარალელურად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას კიევის კონსერვატორიაში. 1936–39 რამდენჯერმე იყო საგასტროლოდ თბილისში, შემოქმედებითად თანამშრომლობდა ე. მიქელაძესა და სხვა ქართვ. დირიჟორებთან. 1952-იდან გადმოსახლდა თბილისში; მუშაობა დაიწყო ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიაში. აღზარდა მრავალი ცნობილი მუსიკოსი (პიანისტები პ. დიმიტრიადი, ნ. ქათამაძე , დირიჟორი ვ. მაჭავარიანი , კომპოზიტორი გ. ჩლაიძე და სხვ.). გ. მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგი იყო. სხვადასხვა დროს კონსულტაციას უწევდა გამოჩენილ პიანისტებს (ა. თორაძესა და ე. ლეონსკაიას). გ. ტორაძე.