გურეშიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნოდარ ვარლამის ძე (10. III. 1927, სოფ. მარანი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 30. X. 2004, თბილისი), პოეტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკტი (1950). იყო კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის დირექტორი (1966–67), საქართვ. მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1971–73), მწერალთა კავშირის ლიტფონდის დირექტორი (1987–89); საქართვ. საავტორო უფლებათა სახელმწ. სააგენტოს თავ-რე (1989–2001); 2001–03 იყო საქართვ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნ. ცენტრის გენ. დირექტორის მოადგილე. ლექსებს აქვეყნებდა 1946- იდან. გ. ავტორია პოეტური კრებულებისა: "ჩემი გაზაფხული" (1955), "შინ და გარეთ" (1959), "მიწა და ვარსკვლავები" (1962), "ლექსები" (1965, 1967, 1974, 1984), "გუშინ, დღეს, ხვალ" (1974), "გზა" (1985), "სამადლობელი" (1986), "კი და არა" (1989) და სხვ.; პროზაული ნაწარმოებებისა: "მეგობრობის თვალით" (1956), "დღეები და ქალაქები" (1964). თარგმნა უცხოელ ავტორთა ნაწარმოებები, მ. შ. უნგრ. მწერლის იმრე მადაჩის დრამ. პოემა "ადამიანის ტრაგედია" (1984). მისი ლექსები თარგმნილია უცხ. ენებზე. 1985 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).