გური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(გ უ რ ი ე ლ ა შ ვ ი ლ ი) ეფრაიმ (დ. 7. IX. 1955, სოფ. კულაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი), ისრაელის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა კულაშის საშ. სკოლა. 1972 მშობლებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში, სადაც მიიღო უმაღლესი განათლება. 1983 ასრულებდა ქ. აშდოდის მერის მოვალეობას. ორჯერ აირჩიეს ქნესეთის (ერთპალატიანი პარლამენტი) დეპუტატად (1988–92, 1992– 96). გ. ალიის (რეპატრიანტთა) პირველი წარმომადგენელი იყო ისრაელის პარლამენტში საბჭოთა კავშირიდან. საპარლამენტო მოღვაწეობის რვა წლის მანძილზე ეკავა ტრანსპ. მინისტრის მოადგილის პოსტი, ასევე იყო "ლიკუდის" მთავრობაში კავშირგაბმ. მინისტრის მოადგილე. გ-მა წვლილი შეიტანა ისრაელ– საქართველოს დაახლოებაში. სათავეში ედგა საქართვ. პარლამენტთან ურთიერთობის საპარლამენტო ასოციაციას. გ. ი. გოგებაშვილის პრემიის ლაურეატია (1995). ა. ციციაშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გური&oldid=1344-დან“