გურიანთა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (გურიის მხარე), მდ. სკურდუმის (ნატანების მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე, ოზურგეთი – ნატანების სარკინიგზო და საავტ. გზაზე. რკინიგზის ბაქანი. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ციხისფერდი). ზ. დ. 40 , ოზურგეთიდან 4 კმ . 1,6 ათ. მცხ. (2002). გ-ის მახლობლადაა ვაშნარის ციხისა და გურიანთის ციხის (XVII ს.) ნანგრევები.