გურიანთის ნამოსახლარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეოლითური ნამოსახლარი გურიანთის თემის სოფელ ციხისფერდში, მდ. სკურდუმის მარჯვ. ნაპირას, ზ. დ. 25 -ზე. გათხარეს 1963 (ხელმძღვ. – ნ. ბერძენიშვილი). მოპოვებულია კაჟის, რიყის ქვისა და ობსიდიანისაგან დამზადებული საოჯახო, სამიწათმოქმედო, საბრძოლო და სანადირო იარაღი (საფხეკები, საჭრისები, დანები, სახვრეტები, ხელსაფქვავები, სანაყები, სახეხ-სასრესები, ცულები და სხვ.). მრავლად იყო წარმოების ნარჩენები (ნუკლეუსები, ანატკეც-ანატეხები და 221 სხვ.), არათანაბრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ზოგი მათგანი შემკულია წიწვისებრი ორნამენტით. ნამოსახლარზე აღმოჩენილი მასალა ოდიშის, ანასეულისა და კისტრიკის არქეოლ. მონაპოვართა მსგავსია. ლ. ნებიერიძე.