გურია-სამეგრელოს ეპარქია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია. შეიქმნა რუს. სინოდის 1885 წ. 12 ივნ. გადაწყვეტილებით, რის შედეგადაც გურიის ეპარქია შეუერთდა სამეგრელოს ეპარქიას . გ.-ს. ე-ის პირველი ეპისკოპოსი იყო გრიგოლი (გ. ე. დადიანი, 1886–98). კათედრად გამოცხადდა ქ. ფოთი. გ.- ს. ე-ს შემდეგ წლებში მართავდნენ ალექსანდრე ოქროპირიძე (1898–1903); დიმიტრი აბაშიძე (1903–05); გრიგოლ ალადაშვილი (1905–08); ლეონიდე ოქროპირიძე (1908–18). გ.-ს. ე. გაუქმდა 1917, საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ. გ.-ს. ე-ის ტერიტორიაზე არსებობდა 2 სას. სასწავლებელი, 141 საეკლ.-სამრევლო და 4 სამონასტრო სკოლა. XX ს. დასაწყისში კავკასიაში ეკლესიის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით რუსეთის ცარიზმს სურდა გ.-ს. ეიდან სვანეთის გამოყოფა და მისი შეერთება სოხუმის ეპარქიასთან , მაგრამ ხალხის წინააღმდეგობის გამო ეს პროექტი ვერ განხორციელდა.

ლიტ .: И о с е л и а н и П., Краткая история Грузинской церкви, СПб., 1843; [Е п и с к о п К и р и о н], Краткий очерк истории Грузинской церкви и экзархата за XIX столетие, Тфл., 1901. ე. ბუბულაშვილი.