გურიის საერისთავო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტერიტორ ი უ ლ - ა დ მ ი ნ ი ს ტ რ ა ც ი უ ლ ი ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, საერისთავო XI საუკუნეში შეიქმნა და ერისთავებად ვარდანისძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები დაინიშნენ. XIII საუკუნეში მათ ერისთავთერისთავის ტიტული მიიღეს, ხოლო XV ს. II ნახევრიდან დამოუკიდებელი სამთავროს მთავრები გახდნენ და გურიელებად იწოდებოდნენ. მკვლევართა მეორე ნაწილი თვლის, რომ ტერიტ.- ადმინ. ერთეული "გურიის საერისთავო" არ არსებობდა. გურია მეფის დომენს წარმოადგენდა.

წყარო: ჟ ა მ თ ა ა ღ მ წ ე რ ე ლ ი, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

ლიტ .: ბ ა ხ ტ ა ძ ე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003; ს ო ს ე ლ ი ა ო., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 30; ხ ი დ უ რ ე ლ ი ზ., სამეფო დომენის საკითხისათვის XI–XV სს. საქართველოში, «საისტორიო კრებული », VII, თბ., 1977. მ. ბახტაძე.