გურიის ქედი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნ ი გ ო ი თ ი ს ს ე რ ი, დაბალი განედური ქედი დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობის სამხრეთ კიდეზე. მესხეთის ქედის ჩრდ. განშტოება. სამხრეთიდან გამოყოფილია სუფსის ხეობით. ქედის უმაღლესი წერტილია მთა ბურნარ- საცხვარო (678 ), მთები: ბურნათი (498 ), ტალახა (667 ), საირაო (475 ), სამება (522 ). ქედის შუა მონაკვეთი ცნობილია საირაოს სერის სახელწოდებით. აგებულია მესამეული ვულკანოგენური ფაციესის ნალექებით. ხასიათდება ტექტონ.-ეროზიული რელიეფით. ქედის კალთები ციცაბოა, განსაკუთრებით აღმ. ნაწილში. დ. უკლება.