გურიის ქვეითი რაზმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

("დ რ უ ჟ ი ნ ა"), დაარსდა 1815 წ. 28 დეკემბერს როგორც გურიის მილიციის ასეული. მის რიგებში ირიცხებოდა 110 ქვეითი მეომარი. ასეულს ევალებოდა დაეცვა ოზურგეთის მაზრის საზღვარი ოსმალეთთან. 1877 გადაკეთდა გურიის I ქვეით რაზმად, რ-ის პირადი შემადგენლობა 400 კაცამდე გაიზარდა. თავი ისახელა 1877–78 რუს.-ოსმ. ომში, რისთვისაც ებოძა გიორგის დროშა, რ-ზედაც ეწერა: "წარჩინებისათვის 1877 და 1878 წლების ოსმალეთის ომში". გ. ქ. რ. ომის დამთავრების შემდეგ უწოდეს. 1877 გ. ქ. რ-ის საფუძველზე შეიქმნა კავკ. მკვიდრი მოსახლ. მესამე მსროლელთა რაზმი.

ლიტ .: Хроника кавказских войск, в 2-х частях, сост. А. Л. Гизетти, Тфл., 1896. ო. ჟორდანია.