გურიის 159-ე ქვეითი პოლკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაარსდა 1863 წ. 6 ნოემბერს გურიის ქვეითი პოლკის სახელწოდებით. 1864 წ. 25 მარტს ეწოდა გ. 159-ე ქ. პ. 1879 აპრ-იდან პოლკი შედგებოდა 4 ბატალიონისაგან. მისმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა თავი ისახელეს 1877–78 რუს.-ოსმ. ომში. II და III ბატალიონებს უბოძეს გიორგის დროშა, რ-ზედაც ეწერა: "ყარსის აღებისათვის 1877 წლის 6 ნოემბერს".

ლიტ .: Хроника кавказских войск, в 2-х частях, сост. А. Л. Гизетти, Тфл., 1896. ო. ჟორდანია.