გურკლელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეშქენ მახუნჯაგის ძე, XIII ს. 30–50-იანი წწ. ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, რუსუდანისა და დავით VI ნარინის კარის მოხელე – ამირეჯიბი, მემკვიდრეობით სოფ. გურკელის ( სამცხე) მფლობელი. გ. დავით VI-ის თანშეზრდილი და დაახლოებული პირი იყო. დაახლ. 1243 იგი თან ახლდა მეფობის დასამტკიცებლად ოქროს ურდოში წასულ დავით VI-ს. 1259 მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებულ დავით VI-თან ერთად დას. საქართველოში გადავიდა. ამის შემდეგ, როგორც ჩანს, იმერეთში დამკვიდრდა სამეფო კარზე.

წყარო: ჟ ა მ თ ა ა ღ მ წ ე რ ე ლ ი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959. ნ. შოშიაშვილი.



გურკლელი

მურვან მახუნჯაგის ძე, XIII ს. 60-იანი წწ. ქართველი პოლიტიკური მოღვაწე (როგორც ჩანს გურკლელი ბეშქენ მახუნჯაგისძის სახლის წევრი, სავარაუდოდ – ძმა). მოღვაწეობდა დავით VII ულუს კარზე. 1260 იბრძოდა ახალდაბასთან მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული მეფის მხარეზე. XIII ს. 60-იან წლებში ტყვედ ჩაუვარდა სამცხე-ჯავახეთში შემოსეულ მონღოლთა რაზმს, რ-საც ალათემური სარდლობდა. გ-მ თავი დააღწია ტყვეობას, შეკრიბა ლაშქარი და შეებრძოლა მტერს. ამის შემდეგ გურკლელთა გვარი წყაროებში აღარ იხსენიება. როგორც ჩანს, მომძლავრებულმა ჯაყელთა სახლმა წაართვა მათ მამული. სოფ. გურკელთან ერთად გურკლელთა სახლმა დაკარგა თავისი გვარწოდებაც.

წყარო: იხ. სტ-თან გ უ რ კ ლ ე ლ ი ბეშქენ მახუნჯაგის ძე. ნ. შოშიაშვილი.