გურო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

[ფსევდონიმი; ნამდვ. სახელი და გვარი – ივანე (ოვანეს) ბოგდანის ძე გ ა ს პ ა რ ი ა ნ ი] (1907, თბილისი, – 9. VIII. 1984, იქვე), მხატვარ-სატირიკოსი, საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1965). გრაფიკოს-პლაკატისტი, პოლიტ. კარიკატურის ოსტატი. 1924-იდან თანამშრომლობდა ჟურნ.-გაზეთებთან "რაბოჩაია პრავდა", "ზარია ვოსტოკა" და სხვ. 1931-იდან გაზეთ "პრავდისათვის" ქმნიდა პოლიტ. კარიკატურებს. 30–70-იან წწ. თანამშრომლობდა ჟურნალებთან "ნიანგი", "დროშა" და სხვ. II მსოფლიო ომის წლებში მონაწილეობდა ანტიფაშისტური ფურცლებისა და პლაკატების ("ხიშტით და კალმით") შექმნაში. დაასურათა ქართვ. მწერალთა ნაწარმოებები: კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი", დ. ბაქრაძის "გმირთა სისხლით" და სხვ. გააფორმა ბ. პასტერნაკის ლექსების კრებული საქართველოს შესახებ ("ქართველი პოეტების საუკეთესო თარგმანები", 1947, 1958, რუს. ენაზე). შექმნა პოეტ ს. ესენინის პორტრეტი (1925).

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გურო&oldid=1395-დან“