გურული ფერხული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძველი ქართული (გურული) ხალხური ცეკვა, ორსართულიანი ფერხული. თავდაპირველად ასრულებდნენ მხოლოდ მამაკაცები. მოგვიანებით ფერხულში შევიდნენ ქალებიც, თუმცა ამით ცეკვის არც ფორმა და არც შინაარსი არ შეცვლილა, იგი კვლავ ორსართულიანია (ქალები გარს უვლიან ორსართულიან წრეს). ფერხული ორპირულია და სამი ნაწილისაგან შედგება: ნელი, აჩქარებული და ჩქარი. იგი სრულდება ორპირული სამხმიანი სიმღერის თანხლებით. სიმღერა, თავის მხრივ, 2 ნაწილისაგან შედგება: პირველი სრულდება ზომიერი ტემპით, მეორე – სწრაფით. აგებულია მოკლე განმეორებად ფრაზებზე. მუს. ზომა 4/4. ა. თათარაძე.