გურძიევცეკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელწოდება. გურძიევცეკი, ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს გ ა დ ა ს ა ს ვ ლ ე ლ ი, უღელტეხილი რაჭის კავკასიონზე, მდინარეების რიონისა და ურუხის წყალგამყოფ მწვერვალებს ციხვარგასა და ბურჭულას შორის. სიმაღლე ზ. დ. 3349 . გ. მდ. ნოწარულის ხეობით სოფ. ჭიორას (ონის მუნიციპალიტეტი) აკავშირებს სოფ. ძინაღთან (ჩრდ. ოსეთი). 1724 ამ უღელტეხილზე გადავიდა რუსეთს მიმავალი მეფე ვახტანგ VI თავისი დიდი ამალით. ლ. მარუაშვილი.