გურჯაანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი გურჯაანი.
გურჯაანის გერბი (2010-იდან).

ქალაქი (1934-იდან) აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთის მხარე), გურჯაანის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდ.- აღმ. მთისწინეთისა და ალაზნის ვაკის მიჯნაზე, ბაკურციხე – თელავის საავტ. გზაზე. სარკინიგზო კვანძი (თბილისი – თელავის რკინიგზის ხაზს გ-ში გამოეყოფა წნორის მიმართულებით მიმავალი განშტოება). ზ. დ. 400 , თბილისიდან 111 კმ . 10 ათ. მცხ. (2002). ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. საშ. წლ. ტემპ-რა 12,4ºC, იანვ. საშ. ტემპ-რა 0,9ºC, ივლ. 23,6ºC. ნალექები 800 მმ წელიწადში. გ-ში არის ღვინის (მ. შ. სააქციო საზ-ბა "გურჯაანი-1929" ), სპირტის, საკონსერვო, ყველ-კარაქის ქ-ნები, აგრეთვე ადგილ. მნიშვნელობის წვრილი საწარმოები. მოსახლ. უმთავრესად ჩაბმულია სას.-სამ. შრომაში (მევენახეობა-მებაღეობა). არის საჯარო, სამუსიკო, სამხატვრო და სპორტ. სკოლები, ბ-კები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის სახ. ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი, საბრძოლო დიდების მემორ. მუზეუმი, სახალხო თეატრი, კულტ. ცენტრი "გურჯაანი". სამედ. დაწესებულებები. ქალაქშია ტალახით სამკურნალო ბალნეოლ. კურორტი ახტალა . გ-ში მოქმედებს წმ. სამების გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის საკათედრო ტაძარი. ვ. ჯაოშვილი.






გურჯაანი

სოფელი გურჯაანის 233 მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), ალაზნის ვაკეზე, გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. მთისწინეთში. სათავო სოფელი. ზ. დ. 460 , ქ. გურჯაანიდან 2 კმ. 5,2 ათ. მცხ. (2002). სოფელში არის გვიანი შუასაუკუნეების იოანე მახარებლის, კვირაცხოვლის და ღვთისმშობლის ეკლესიები, ასევე XVIII ს. მიწურულის ქაშვეთისა და მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიები. სოფლის მახლობლად მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი გურჯაანის ყველაწმინდა. სოფელში მოქმედებს ნ. ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი.



"გურჯაანი".

თეთრი, მშრალი სამარკო ღვინო. ამზადებენ გურჯაანის, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მევენახეობის ზონაში მოწეული რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშებისაგან მიღებული ყურძნის გადამუშავებით. ღვინომასალა მზადდება ევროპული წესით მუხის კასრებში. ღვინის ალკოჰოლის მოცულობითი შემცველობაა 10,6 – 12,5 %, ტიტრული მჟავიანობა – 4,8 – 8,0 გ/დმ 3. "გ." ჩალისფერია, აქვს ჰარმონიული სასიამოვნო გემო და პიკანტური არომატი. "გს" უშვებს შემდეგი ღვინის ქ-ნები: "გურჯაანი-1929" (სააქციო საზბა), "ტიფლისსკი ვინნი პოგრებ" (შპს), "ასკანელი ძმები" (შპს), "ალავერდი" (შპს), "ვაზი +" (შპს) და სხვ. 1955–2010 სხვადასხვა საერთაშ. გამოფენაზე, დეგუსტაციასა და კონკურსზე მიღებული აქვს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები