გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაარსდა 1962 თავად შალიკაშვილის ყოფ. მამულში. 1966 პირველი ექსპოზიცია გაიხსნა. 1974 მუზეუმი გადავიდა სხვა შენობაში, სადაც პირველი ექსპოზიცია 1978 გაიხსნა. 2010 წ. 1 იანვრისათვის მუზეუმის ფონდში იყო 23 ათ-მდე ექსპონატი, მ. შ. არქეოლ. მასალა (ქვის, ადრინდ. და გვიანდ. ბრინჯაოს, ანტ. და ფეოდ. ხანათა და სხვ. მასალები), ისტ. დოკუმენტები, ფოტომასალა, ფერწერული ტილოები, ლითონმქანდაკებლობის ნიმუშები, ქანდაკება. სოფ. კარდანახში საბჭ. კავშ. გმირის ვ. ბეროშვილის სახლში მუზეუმმა მოაწყო მისი ცხოვრებისა და საბრძოლო დიდების ამსახველი კუთხე