გურჯიბეგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ახლანდელ თურქეთის ტერიტორიაზე, არტაანის მტკვრის ზემო წელზე, არტაანის მახლობლად. სახელწოდება დაკავშირებულია მის მფლობელ ქართვ. ბეგთან (თურქ. "გურჯი" – ქართველი). პირველად იხსენიება "გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" (XVI ს.).

წყარო: ჯ ი ქ ი ა ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958. დ . მუსხელიშვილი.