გურჯი-ბოღაზი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(თურქულად – საქართველოს ყელი), თურქული სახელწოდება ხეობისა და უღელტეხილისა, რ-იც კვეთს მდ. ყარასუს (მდ. ევფრატის სათავე) და მდ. ჭოროხის შენაკად თორთუმჩაის წყალგამყოფ ქედს. გ.-ბზე გადიოდა არზრუმიდან საქართველოში მომავალი მაგისტრალური გზა. საქართველოს ისტ. რუკაზე (1923, ივ. ჯავახიშვილის რედაქტორობით) დატანილია როგორც "გურჯი ბოღაზი ანუ ქართლის გზა". დ. მუსხელიშვილი.