გუსლი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყოველკვირეული მხატვრულ- იუმორისტული სურათებიანი ჟურნალი; გამოდიოდა თბილისში რუს. ენაზე 1881–82, რედ. – ი. თხორჟევსკი, მუდმივი თანამშრომლები იყვნენ პ. ოპოჩინინი, ა. თხორჟევსკაია. კარიკატურები და ნახატები ეკუთვნოდა მ. ჩემოდანოვს. "გ." აგრძელებდა ჟურნ. "ფალანგის" ტრადიციებს. მიზნად ისახავდა ბრძოლას სიცრუესთან, თვითნებობასთან. ი. თხორჟევსკის თქმით, "გ." მუდამ ხალხისა და ინტელიგენციის საერთო ინტერესებს გამოხატავდა. ჟურნალი დაიხურა მთავრობის ბრძანებით. რ. პრილიპკო.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გუსლი&oldid=1439-დან“