გუფელდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ე. გუფელდი.

ედუარდ ეფიმის ძე (19. III. 1936, კიევი, – 23. IX. 2002, ლოს-ანჯელესი, აშშ), მოჭადრაკე, ლიტერატორი. სსრკ სპორტის ოსტატი (1958), საერთაშ. ოსტატი (1964), საერთაშ. დიდოსტატი (1967). საქართვ. (1977) და სსრკ (1980) დამს. მწვრთნელი. 1969 დაამთავრა ქ. ჩერკასის პედ. ინტი და საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში. იყო მ. ჩიბურდანიძის მწვრთნელი და კონსულტანტი, ფიდეს ორი კომისიის თავ-რე. სსრკ ჩემპიონატის 8 ფინალის, 2 პირველი ლიგის, 33 საერთაშ. ტურნირის მონაწილე. ორგზის (1961, 1962) სტუდენტთა მსოფლიო ჩემპიონი (გუნდურ ჩათვლაში). საჭადრაკო ჟურნალისტთა საერთაშ. ასოციაციის (აიპე) წევრი (1982).

თხზ .: მაია, თბ., 1981 (თანაავტ. ა. ერემიანი); ჭადრაკში დახელოვნების სკოლა, თბ., 1982. თ. შ. გიორგაძე.