გუჯარეთისწყალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდინარე სამხრეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მტკვრის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 43 კმ, აუზის ფართ. 326 კმ.² სათავე აქვს მურყნევის მთის სამხრ. ფერდობზე, 2060 სიმაღლეზე. მთავარი შენაკადებია მიტარბულა და ბაკურიანისწყალი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზაფხულსა და ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი წაღვერთან 3,24 მ³/წმ. ზამთარში დამახასიათებელია ყინულნაპირისი, თოში და ყინულსაფარი. ი. აფხაზავა.