გუჯეჯიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბ. გუჯეჯიანი.

ბორის ივანეს ძე (20. VIII. 1909, სოფ. ჭოლაში, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი, – 13. IV. 1993, თბილისი), ინჟინერ- გეოლოგი. III რანგის სამთო გენერალი (1945), საქართვ. დამს. ინჟინერი (1969), ქვანახშირის მრეწვ. ორგანიზატორი საქართველოში. 1931 დაამთავრა ამიერკავკ. სამთო-მეტალ. ინ-ტი. 1935– 37 იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის გეოლ.-საძიებო ფაკ-ტის დეკანი და საწვავი წიაღისეულის გეოლ. კათედრის გამგე, სოფ. ცანის სამთო- მეტალ. კომბინატის მშენებლობის სამმართველოს უფროსი, 1941–45 – სსრკ ქიმ. მრეწვ. სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი, 1945–52 – კომბინატ `საქნახშირის~ უფროსი, 1953–56 – საკავშ. ნახშირის ინ-ტის დირექტორი, 1957–58 – საქართვ. სახ. მეურნ. საბჭოს ნახშირების, ნავთობისა და სამთამადნო მრეწვ. სამმართველოს უფროსი, 1959–62 – კავკ. მინერ. ნედლეულის ინ-ტის დირექტორის მოადგილე, 1962–76 – საქართვ. საწარმოო გეოლ. სამმართველოს უფროსი, 1956–76 – საქართვ. სამთო-ტექ. საზ-ბის თავრე. გ-მა, როგორც პრაქტიკოსმა გეოლოგმა, მრავალი ნოვატორული პრობლემა წამოჭრა და შემდგომ უნარიანად ხელმძღვანელობდა მათ გადაწყვეტას. დიდი დამსახურება მიუძღვის საქართვ. მინერ. ნედლეულის მრავალი სახეობის სამრეწვ. მარაგის დადგენაში. იგი იყო საქართვ. ქვანახშირის საბადოების (ტყიბული, შაორა, ტყვარჩელი) პეტროგრაფიისა და ქიმიის აღიარებული მკვლევარი. მან პირველმა დაადგინა, რომ ტყიბულის ნახშირში მოიპოვება ლიპტობიოლითები, რაც სპეციალისტების მიერ საყოველთაოდ იქნა აღიარებული. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Липтобиолитовые угли и сланцы 239 ткибульского месторождения, «საქართვ. მეცნ. აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინ-ტის შრომები», 1950, ტ. 3; взаимосвязь петрографического состава ткибульских углей с их обогатимостью и химико-технологическими свойствами, «Труды лаборатории геологии угля АН ссср », Л., 1956, вып. 6; Атлас углей Кавказа, М., 1961 (მთ. რედ. და თანაავტ.). ბ. ჩიჩუა. ვ. ზესაშვილი.