გძელიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოსებ ალექსანდრეს ძე (29. XI. 1909, თბილისი, – 1968, მოსკოვი), არქეოლოგი. გეოლოგია- მინერალოგიის მეცნ. კანდიდატი (1946). 1932–44 მუშაობდა ინჟინრად. პირველმა შეადგინა თბილ. და მისი მიდამოების საინჟინრო-გეოლ. რუკა. 1944–65 იყო თავისივე ხელმძღვანელობით შექმნილი არქეოლ. ტექნოლ. ლაბორ. გამგე. საფუძველი ჩაუყარა ქვემო ქართლში შუა საუკ. ნასოფლარების არქეოლ. კლვევა-ძიებას. სწავლობდა გლეხთა ყოფას, მეურნ. ხასიათს; დიდი წვლილი შეიტანა უძველესი სამთამადნო და მეტალ. წარმოების გამოკვლევაში. ბოლნისის რ-ნსა და აჭარაში აღმოაჩინა და შეისწავლა შუა საუკ. რკინის მაღაროები და ლითონის სადნობი ქურები. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილ. არქეოლ. ექსპედიციას. გამოქვეყნებულ ნაშრომთაგან აღსანიშნავია "თბილისის მატერიალური კულტურის ძეგლები" (1961) და "რკინის დნობის საქმე ძველ საქართველოში" (1964, რუს. ენაზე). ეს უკანასკნელი სადოქტორო დისერტაციად იყო წარდგენილი. ნ. ბერძენიშვილი.




გძელიშვილი

კონსტანტინე (კოტე) კონსტანტინეს ძე (13. IX. 1902, თბილისი, – 15. VII. 1970, იქვე), ფერმწერი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1962). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1927). აქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1938-იდან). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1927-იდან. გ-ის შემოქმედების ძირითადი თემაა საქართვ. ბუნება, მისი არქიტ. ძეგლები: "ძველი თბილისი" (1945), "ქართლის პეიზაჟი" (1950), "გორის ხედი" (1938), "დუშეთი" (1957), "ქართლი" (1962), აქვს ისტ. და პოლიტ. თემებზე შექმნილი სურათები: "კრაკოვის კონფერენცია" (1938), "საკუთარი კერის დაცვა" (1943), პორტრეტები და სხვ.