დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრ თელობის ეროვნული ცენტრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საყვარელიძის სახელობისა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სა მი ნისტ როს და წე სე ბულე ბა. ჩამოყალიბდა 1996, ყოფ. შავი ჭირის საწი ნააღმ დეგო რესპ. სადგურის ბაზაზე. აღნიშნულმა სადგურმა (1937–91), შემდგომში – განსაკუთრებით საშიში ინფექციების საწი ნააღმ დეგო სამეცნ. პრაქტიკულმა ცენტრმა (1992–96) – დიდი წვლი ლი შეი ტა ნა სა ქართვე ლო ში ბუნებრივ-კეროვანი დაავა დებების აღმოჩენაში, შავი ჭირისა და ტულარემიის ბუნებრივი კერების შესწავლაში, ქოლე რასთან ბრძოლაში, სხვა საშიში და უცნობი ეტიოლოგიის ინფექციების ეპიდემიოლოგიური შესწავლისა და ლაბორ. დიაგნოსტიკის საქმეში, აგრეთვე მაღალკვალიფიციური კადრების – ეპიდემიოლოგების, ბაქტერიოლოგების, ვირუსოლოგების მომზადებაში. ცენტრი აღჭურვილია სათანადო აპარატურით, რაც საშუალებას აძლევს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად წარმართოს სამუშაოები, დაავადებების პროფილაქტიკა და კონტროლი. ცენტრი ხელმძღვანელობს ქვე ყანაში ეპიდზედამხედველობის, საკარანტინო (შავი ჭირი, ქოლე რა, ჰემორაგიული ვირუსული კონტაგიოზური ცხელებები), განსაკუთრებით საშიში და მათთან გათანაბრებული ინფექციების კონტროლს, სხვა გადამდები დაავადებების პროფილაქტიკასა და კოორდინაციას, გეგმიური იმუნიზაციის და მასობრივი აცრების სა ხელმწ. პროგ რამების რეალიზაციას და სხვ. ცენტრი ადგენს დაავადებების მოკლე და გრძელვადიან პროგნოზებს, შეიმუშავებს მეთოდურ მითითებებს, გამოსცემს `ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენს~. ცენტრში ფუნქციო ნირებს მრავალი განყ-ბა და ლაბორატორია, მ. შ. ბაქტერიებისა და ვირუსების ეროვნ. კოლექციის განყ-ბა. ცენტრს ლ. საყვარელიძის სახე ლი მიენიჭა 1992. ცენტრის დირექტორი იყო პ. იმნაძე (2010 წლის დეკემბრამდე), 2011-იდან ცენტრის დირექტორია – ნ. ავალიანი. სა ქარ თვე ლო ში მოლეკულური ეპი დემიოლოგიის მეთოდების დანერგვის მიზნით ცენტრს მიღებული აქვს აშშ ჯანდაცვის ნაციონალური ინ-ტების სისტემის `ფოგარტის~ საერთაშ. ცენტრის გრანტი. პ. იმნაძე.