დაბა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

1. დასახლებული ადგილი ძველ ქართლში. "დაბ" – ფუძის თავდაპირველი მნიშვნელობა, როგორც ვარაუდობენ, იყო მიწა, შემდეგ – დამუშავებული ადგილი. დ. ადრე გვაროვნ.-თემური ერ- თეული უნდა ყოფილიყო, ხოლო გვიან – სასოფლო-სამეზობლო თემი და უმცირესი ადმ.-ტერ. ერ- თეული. აქედან გამომდინარე, ის თავდაპირველად ცალკეული გვარის სამეურნ. და კოლექტიური მფლობელობის ობიექტი უნდა ყოფილიყო, ხოლო შემდეგ, ინდივიდ. მეურნეობისა და მიწაზე კერძო საკუთრების არსებობის პირობებ- ში – სხვადასხვა გვარის სამეურნ. ერთობა, გარკვეული თემური ორგანიზაცია უმცირესი ტერიტ. ერთეულის ფარგლებში. დ-იდან არის ნაწარმოები ტერმ. `მდაბიური~ ("მეთემეს" მნიშვნელობით).

IX ს-იდან "დ-ს" თანდათან ცვლის "სოფელი", რაც სოც. განვითარების გარკვეულ საფეხურს უნდა გამოხატავდეს.

2. ქალაქის ტიპის დასახლებული პუნქტი, თვითმმართველი ერთეულის ნაწილი, სადაც იქმნება ადგილ. თვითმმართველობის ტერიტ. ორგანო. დ-ის ტერიტორიაზე არსებობს სამრეწველო საწარმოები, კომუნ. მეურნეობა, სამკურნალო და სოც.-კულტ. დაწესებულებათა ქსელი, რითაც იგი ასრულებს ადგილ. ეკონ.-კულტ. ცენტრის ფუნქციას, ამასთანავე არ გააჩნია სას.-სამ. საქმიანობისათვის საკმარისი მიწის სავარგულები. დ-ის ტერიტ. ორგანოს ხელმძღვანელი – რწმუნებული – არის ადგილ. თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რ-საც 1 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (საქართვ. ორგ. კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", 2008; მ. 1. პ. "დბ", "ზა",მ. 42). ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 8, თბ., 1975; ბ ო გ ვ ე რ ა ძ ე ა., ქართლის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება IV–VIII საუკუნეებში, თბ., 1979; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970. ა. ბოგვერაძე.

დაბა

ისტორიული დასახლება კლარჯეთის ცენტრალურ ნაწილ- ში, კარცხალის ქედის განშტოებაზე, ღადოს მთის კალთებზე (ახლანდ. თურქეთის ტერიტ.). V ს-ში ვახტანგ გორგასალმა დ-ში ტაძარი ააგო. VIII ს. 30-იან წლებში მურვან ყრუს ლაშქრობათა შედეგად კლარჯეთის სავანეებთან ერ- თად დ-ის სანახებიც გავერანდა. გიორგი მერჩულის თანახმად, დ-ის სავანე IX ს. დასაწყისში, აშოტ I დიდის დროს, სამონასტრო ცენტრად განახლებულა. აქ, მდ. არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, 730–740 წლებში გრიგოლ ხანძთელის თანამოღვაწე ბერებმა დააარსეს მონასტერი. ამ დროიდან თურქთა მფლობელობის დამყარებამდე "ათორმეტ" სავანე- თა შორის დ-ის სავანეც არსებობდა. თურქთა მფლობელობის პერიოდში იგი სხვა ძეგლებთან ერთად დაინგრა. 1904 ნ. მარს სავანის ნაშთები აღარ დახვედრია, იქ მხოლოდ მთ. ტაძრის საფუძვლის ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი.

ლიტ .: ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954;М а р р Н. Я., Дневник поездки в Шавшию и Кларджию, СПб., 1911. ზ. ცინცაძე. დ . ხოშტარია.

დაბა

სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის ტერიტორიულ ორგანოში (სამცხეჯავახეთის მხარე), გვირგვინას ქედის სამხრ.-დას. კალთაზე, მდ. გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას, ბორჯომი – ბაკურიანის სარკინიგზო და საავტ. გზაზე. რკინიგზის სადგური. ზ. დ. 1000 მ , ბორჯომიდან 12 კმ . 238 მცხ. (2002). დ. კლიმ. საკურორტო ადგილია. შედის ბორჯომ-ბაკურიანის კურორტების ჯგუფში. იცის რბილი მცირეთოვლიანი ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა –20ჩ) და თბილი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 200ჩ). ჰავა სასარგებლოა სასუნთქ ორგანოთა დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის (განსაკუთრებით უხდება ბავშვებს).

ბორჯომის მუნიციპალიტეტში გვხვდება აგრეთვე ტოპონიმები: დაბაძველი, ახალდაბა, ნადაბური. სოფ. დ-თან, სამანქანო გზის პირას, მცირე გორაკზე, შემორჩენილია გალავანშემორტყმული ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევი. ადგილ. მოსახლ. მას "მარიამწმინდას" უწოდებს. გალავანი დიდი დაუმუშავებელი ლოდებითაა ნაგები. კირი გამოქარულია და კედელი ყორის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესასვლელი, რ-იც ორ მძლავრ კედელს შორის მოქცეულ ფართო კამაროვან გასასვლელს წარმოადგენს, დასავლეთიდანაა. გალავანი სამხრ.-დას. კუთხეს- თან ციცაბო კლდეზეა მიბჯენილი. აქ კლდის ქიმზე ასასვლელად საფეხურებია გამოკვეთილი. ძნელბედობის ჟამს ამ გალავანს მოსახლ. თავს აფარებდა. ეკლესიის ნანგრევი გალავნის ჩრდ.-აღმ. ნაწილშია. მას ჩრდილოეთიდან სამნაწილიანი მინაშენი აქვს, რ-იც შედარებით უკეთ გადარჩენილა. ეკლესიიდან შემორჩენილია მხოლოდ დას. კედელი (სიმაღლე 1,5 მ ), რ-იც გარედან კარგად გათლილი მორუხო ფერის კვადრების შესანიშნავი წყობითაა ნაგები. ეკლესია XI–XIII სს. უნდა იყოს. გალავანი კარიბჭითურთ შესაძლებელია XIV ს. ეკუთვნოდეს. წიწვოვანი ტყით დაფარული ფერდობის მცირე ბაქანზე აღმარ- თული წმ. გიორგის ეკლესია XIV ს. I ნახევარშია აგებული. იგი ადგილობრივ მოსახლეობაში "ჩრდილოეთის წმიდა გიორგის" სახელითაა ცნობილი. ეკლესია (7 მ × 11 მ ) ერთნავიანია. გადახურულია ორფერდა სახურავით. შიგნით და გარედან მოპირკეთებულია კარგად გათლილი და სწორხაზოვან რიგებად ნაწყობი მონაცრისფრო კვადრებით. კამარით გადახურული დარბაზი აღმ-ით მთავრდება საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდით, რ-ის შუაში ვიწრო სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი თაღოვანი ნიშია. დარბაზის შიდა სივრცე დანაწევრებულია კამარის საბჯენი ორი თაღით, რ-ებიც კაპიტელებიან პილასტრებზეა გადაყვანილი. აღმოსავლეთის წყვილი პილასტრი იატაკის დონიდან იწყება, დასავლეთისა კი კედლის შუა სიმაღლეზე კრონშტაინებს ეყრდნობა. პილასტრებს შორის ყრუ თაღებია მოწყობილი. ეკლესიის შესასვლელები და თითო სარკმელი გაჭრილია დას. და ჩრდ. კედლებში. განსაკუთრებით გამოირჩევა დას. ფასადი, რ-ის მოჩუქურთმებულ სწორკუთხა ჩარჩოში ჩასმული შესასვლელი და მის თავზე მდებარე მოჩუქურთმებული სარკმელი ერთიან კომპოზიციას შეადგენს. ასევე უხვადაა მოჩუქურთმებული ჩრდ. და აღმ. სარკმლებიც. ეკლესიის დას. შესასვლელის თავზე არის ასომთავრული წარწერა, რ-ის მიხედვით ეკლესია აუშენებია გიორგი V ბრწყინვალის მოლარეთუხუცესს 1333. მისი სახელი უცნობია (ეკლესია რესტავრ. 2007). ეკლესიის სიახლოვეს, კლდეში, ბუნებრივი გამოქვაბულებია, რ-ებშიც ბერები ცხოვრობდნენ. გამოქვაბულების 4–5 ჯგუფში მოწყობილია მცირე და საშ. ზომის სათავსები, ერთში ქვევრიცაა, აქვეა წყარო. 1595 "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით ოსმალთაგან დაპყრობილ სამხრ. საქართველოში სოფ. დ. შედიოდა პეტრეს ნაჰიეში (რ-ნი), რ-იც პეტრეს ლივაში აღირიცხებოდა. იქ მაშინ მხოლოდ ორი კომლი ქართვ. ცხოვრობდა: ბადრია და ალექსა, ძმა მისი, რებიც 4500 ახჩას იხდიდნენ წლიურად. დ-ში ამჟამად XIX ს-ში იმერეთიდან და ქართლიდან გადმოსახლებული ქართველები ცხოვრობენ. მათი გვარებია: ჯაფიაშვილი, თედიაშვილი, დათუნაშვილი, შატბერაშვილი, წიქარიშვილი, მესხიძე, ლომიძე, ხაჩიძე და სხვ. წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, ს. ჯიქიას გამოც., თბ., 1941. ლიტ .: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი დ., გ ი ო რ გ ი ძ ე მ., ჩ ა ჩ ხ უ ნ ა შ ვ ი ლ ი ც., ჭ ა ნ ი შ ვ ი ლ ი გ., გუჯარეთი, თბ., 1987;дате в надписи на тимпане церкви близ села Даба Боржомского района 1956г., mis wg.: Вопросы истории искусства, т. 1, Тб., 1970; Ш м е р л и н г Р.О., Постройка моларетухуцеса царя Георгия Блистательного в сел. Даба, Боржомского района,«ქართული ხელოვნების ისტორიის ინ-ტის შრომები», 1947, [ტ. ] 2. დ. ბერძენიშვილი. ვ. დოლიძე. მ. ქუჩუკაშვილი

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დაბა&oldid=74-დან“