დაბაკნეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ცხრაძმის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ალევის ქედის დას. კალთაზე, მდ. ცხრაძმულის (ქსნის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1550 , ახალგორიდან 30 კმ . 29 მცხ. (2002). დ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XV ს. I ნახევარში. სოფელში არის შუა საუკ. ქვითკირით ნაგები ერთნავიანი ეკლესია.