დაბნია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხავეთის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ჯავახეთის ზეგნის სამხრ. ნაწილში, მდ. ქოდალის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე, ხოზაფინის ტბის ჩრდ-ით. ზ. დ. 1680 მ , ახალქალაქიდან 30 კმ . 134 მცხ. (2002).

სოფლის სახელწოდება წყაროებში არ არის მოხსენიებული. იქაური სომხ. მოსახლეობა II მსოფლიო ომის წლებშია მოსული.