დაბრმავება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(სამართ. ისტ.), 1. დამასახიჩრებელი სასჯელი მონათმფლობელურსა და ფეოდალურ სამართალში. ძვ. ქართ. ისტ. წყაროებში ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა `მბნელობლობა~ და `სიბრმით დასჯაც~, რაც ორივე თვალის დაბნელებას (ამოთხრას ან ამოწვას) გულისხმობდა. ასე სჯიდნენ დამნაშავეს `საპატიჟო~ ან მოსარიდებელ ადგილას (სალარო, ეკლესია) ქურდობისა და ღალატისათვის. სასჯელის აღსასრულებლად საჭირო იყო ხელისუფლის დასტური. ქართ. სამართ. წიგნებიდან დ-ს ითვალისწინებდა ბექა-აღბუღას სამართ. წიგნზე დართული კანონიკური სამარ- თალი (მ. 167) და ბაგრატ კურაპალატის სამართალი (მ. 152). 2. დანაშაული. ქართ. სამართლის წიგნების მიხედვით, დამნაშავეს ეკისრებოდა ქონებრივი სასჯელი დაზარალებულის სოც.- წოდებრივი მდგომარეობის შესაბამისად. საზღაურის ოდენობა სამართ. წიგნებში ერთნაირად არ იყო განსაზღვრული. ვახტანგ VIის სამართლით (მმ. 44–45) ცალი თვალის დაშავებისათვის დაწესებულია `კაცის მესამედი სისხლი~, მხედველობის სრულიად დაკარგვისათვის კი – `მთელი სისხლი~ [იხ. სტ. `სისხლი~ (სამართლის ისტორია)].

ლიტ.: დ ო ლ ი ძ ე ი., ძველი ქართული სამართალი, თბ., 1953; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6). მ.კეკელია.