დაგისთე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიზანტიელი სარდალი (VI ს.). 549 იუსტინიანე I-მა დ. 7000 ბიზანტიელ და 1000 ჭან მეომართან ერთად გაგზავნა ეგრისში (ლაზიკაში) ლაზების დასახმარებლად და ირანელების წინააღმდეგ საბრძოლველად. დ-მ ალყა შემოარტყა ეგრისის ციხექალაქ პეტრას (ციხისძირი), მაგრამ ვერ გამოიყენა ხელსაყრელი პირობები პეტრას ასაღებად. როგორც კი იქ ირანელთა სარდლის მერმეროეს ჯარი გამოჩნდა, ალყა მოხსნა და იქაურობას გაეცალა. შემდეგ ეგრისის მეფე [[გუბაზ II]]-თან ერთად გაილაშქრა მერმეროეს ჯარის წინააღმდეგ და გაიმარჯვა. ეგრისელებმა პეტრას ალყის მოხსნის გამო დ-ს ღალატსა და დაუდევრობაში დასდეს ბრალი და კეისართან დაასმინეს. 550 იუსტინიანემ დ. ციხეში ჩასვა. წყარო: პ რ ო კ ო პ ი კ ე ს ა რ ი ე ლ ი, წგ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965. დ.ლეთოდიანი.