დადაშენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისტორიული სოფელი კოლაში, მტკვრის მარჯვ. სანაპიროზე (ახლანდ. თურქ. ტერიტ.). სოფელში იყო საეპისკოპოსო კათედრა (იხ. დადაშენის საეპისკოპოსო ). ქვიტკირის კედლით შემოზღუდულ გორაკზე, აღმარ- თული იყო მოწითალო თლილი ქვით ნაგები დიდი გუმბათიანი ეკლესია. ზღუდის ორივე შესასვლელთან აგებული ყოფილა მაღალი ოთხკუთხა კოშკები. ზღუდის შიგნით და გარეთ მრავალი შენობის ნაშთი და საფლავის ქვაა. 1843 გერმ. ბოტანიკოს კ. კოხის მოგზაურობისას ეკლესია უკვე დანგრეული იყო. მისი ქვებით სოფელში ჯამე აუგიათ. 1907 დ. მოინახულა და მისი სიძველეები შეისწავლა ე. თაყაიშვილმა . იგი მიიჩნევს, რომ ეკლესია აშენებულია IX–X სს-ში, იმ დროს, როდესაც ბაგრატიონების რეზიდენცია ჯერ კიდევ არტანუჯი იყო. ლიტ .: თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს, პარიზი, 1938. გ.ჭეიშვილი.