დადაშენის საეპისკოპოსო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპარქია ფეოდალურ საქართველოში. სავარაუდოდ დაარსდა X ს-ში მაშინ, როდესაც სამხრ. საქართველოში იქმნებოდა (IX–X სს.) ქართ. საეპისკოპოსოები. დადაშნელი (დადაშის ეპისკოპოსი) პირველად მოხსენიებულია XIII ს. დოკუმენტში `განგება დარბაზობისა ~. ეს არის საქართვ. მღვდელმთავართა ჯდომის წესი სამეფო დარბაზობის დროს. აქ მოხსენიებულ 35 მღვდელმთავარში დადაშნელს 34-ე ადგილი ეჭირა. დადაშნელის სამწყსოში შედიოდა ძვ. ქართული ისტ. თემები – არტანი, კოლა და ხორტევანი . XIV–XVI სს-ში დ. ს. შედიოდა სამცხე-საათაბაგოს სამთავროში. სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა XVI ს. სიაში, სადაც მოხსენიებულია 13 ქართული სამწყსო, დადაშნელს უჭირავს მე-13 ადგილი. თურქეთის მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის (XVI–XVII სს.) შემდეგ დ. ს. მოიშალა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVIII ს-ში თურქეთში, ქ. კოლის ზემოთ, მტკვრის დას. სანაპიროზე, შემორჩენილი იყო დადაშის ყოფილი კათედრალი – დიდი გუმბათიანი ეკლესია, რ-საც თურქულად "დორთქილისა" (ე. ი. 249 ოთხთა ეკლესია) ერქვა. წყარო: განგება დარბაზობისა, წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის რედ., ტ. 2, თბ., 1965; სამცხე-საა- თაბაგოს მღუდელმთავარნი და მწყემსნი, იქვე, ტ. 3, თბ., 1970; ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.