დადეში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სულდის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალქალაქის პლატოზე, მდ. დადეშის ხევის (მურჯახეთისწყლის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1880 , ახალქალაქიდან 23 კმ . 902 მცხ. (2002).

დ. წყაროებში პირველად XVI ს- შია მოხსენიებული. დასახლებული ჩანს წინაფეოდ. ხანიდან (სამარხები, კერამ. ნაწარმი). დ-ის სიძველე- თაგან აღსანიშნავია ადრინდ. და შუა ფეოდ. ხანის საყდრები სასაფლაოებითურთ. სოფლის სამხრით მდებარე გალავანს წინა და ადრინდ. ფეოდ. ხანის კვალი ეტყობა. დ-ის ახლანდ. სომხური მოსახლ. წინაპრები აქ XIX ს. 30-იან წლებში მოსულან. სოფელში დგას შუა საუკ. ქართ. ეკლესია, რომლისთვისაც XIX ს-ში სომხ. ეკლესია მიუშენებიათ. დ.ბერძენიშვილი.