დადეშქელიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე (სანდრო) ალექსანდრეს ძე (20. XI. 1917, თბილისი, – 23. IX. 1972, ქ. ხაბაროვსკი), ცირკის მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1969). სწავლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში. დაბადებიდანვე უხელო იყო (ატარებდა პროთეზს). დ. საცირკო ნომრებს ხელების მაგივრად ფეხებით ასრულებდა. თავისი ორიგინ. შესრულების მანერით 35 წელზე მეტ ხანს ემსახურა საცირკო ხელოვნებას. II მსოფლიო ომის პერიოდში იგი საცირკო ბრიგადასთან ერთად ხშირად გამოდიოდა ჰოსპიტლებსა და ფრონტის ხაზზე. გადაღებულია მხატვრულ ფილმებში. ა.გვენცაძე



დადეშქელიანი

ა. დადეშქელიანი.
ა. დ ა დ ე შ ქ ე ლ ი ა ნ ი. ორიგინალური ჟანრი.

მურზაყან ციოყის ძე (5. VI. 1891, მესტია, – 1937), მომღერალი და ლოტბარი, ქართული (ძირითადად სვანური) მუს. ფოლკლორის მცოდნე და პოპულარიზატორი. მესტიის საშ. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამოაყალიბა ხალხ. მომღერალთა გუნდი. კრებდა და სწავლობდა ადგილ. სიმღერებს ს. გულედან- თან, ი. ფალიანთან და სხვებთან ერთად. აღადგინა, ჩაწერა და დაამუშავა არაერთი ხალხ. სიმღერა. 1933 ჩამოაყალიბა ფოლკლორული ანსამბლი "ლილე", რ-იც ათეული წლების მანძილზე წარმატებით ემსახურებოდა ქართ. მუს. კულტურის განვითარების საქმეს. 1937 რეპრესირებულ იქნა და უკვალოდ დაიკარგა. მისი შემოქმედებითი ტრადიციები "ლილეში" განაგრძო საქართვ. დამს. არტისტმა ჯ.მეშველიანმა . გუნდს წლების მანძილზე მესვეურობდნენ აგრეთვე – ი. ფალიანი, მ. ონიანი, ი. მუკბანიანი და სხვ. ა.გელოვანი.








დადეშქელიანი

ოთარ მიხეილის ძე (დ. 21. VIII. 1923, ნოვოჩერკასკი), ბალეტმაისტერი, რეჟისორი. რსფსრ დამს. (1961) და ბელორუსიის სახ. არტისტი (1977). დაამ- თავრა მოსკ. თეატრ. ხელოვნების სახელმწ. ინ-ტი (1956, პედაგოგი ა. შატინი). 1956–57 იყო გორკის, 1958–64 – ჩელიაბინსკის, 1965-იდან – მინსკის ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის მთ. ბალეტმაისტერი, 1971-იდან – ამავე თეატრის მთ. რეჟისორი, 1975-იდან – გორკის თეატრის მთ. რეჟისორი. დადგა ი. ლაპუტინის "მასკარადი" (1956, ლიბრეტო ო. დადეშქელიანისა, სადიპლომო ნაშრომი), ე. გლებოვის "გულის სწორი" (1970, ორივე ნოვოსიბირსკის თეატრი), ფ. იარულინის "შურალე", გ. მუშელის "ბედნიერების ყვავილი" (ორივე 1959); ს. პროკოფიევის "ქვის ყვავილი" (1960), "რომეო და ჯულიეტა" (1963); ს. ბალასანიანის "შაკუნტალა" (1963), ა. ხაჩატურიანის "სპარტაკი" (1964), ე. გლებოვის "ალპური ბალადა" (1967), "ტილ ულენშპიგელი" (1974, მინსკის თეატრი) და სხვ. ა.ჩხეიძე.