დადიანეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ცხრაძმის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ალევის ქედის დას. კალთაზე, ქსნის ხეობაში. ცხრაძმის თემის ცენტრი (სოფლები: დ., დაბაკნე- თი, ზოდეხი, თოხთა, მანჭიკაანი, მარტიანი, მაჭარაანი, მახიარეთი, მუჯუხი, პაპიაანი, უკანამხარი, უკანაუბანი, ყველდაბა, შიუკაანი, ჩიტიანი). ზ. დ. 1360 , ახალგორიდან 27 კმ . 113 მცხ. (2002).

სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XV ს-ში. თავდაპირველად შედიოდა ცხრაძმისხევ- ში, შემდეგ – ქსნის საერისთავოში. სოფელში დგას სამებისა და წმ. გიორგის ეკლესია (ორივე IX–X სს.). სოფლის თავში გეგმით ოთხკუთხა კოშკია, რ-ის კედლებში ბუხრები, თახჩები და სათოფურებია დაყოლებული. სოფლის ქვემოთ კიდევ ორი კოშკის ნანგრევებია (ყველა შუა საუკუნეებისა). ლიტ .: მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., ქსნის ხეობა, თბ., 1968. ჯ.გვასალია