დადიანი-ანჩაბაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მ. დადიანი-ანჩაბაძე.

მარიამ ნიკოლოზის ასული (18. II. 1870, სვირი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 28. XII. 1958, თბილისი), საზოგადო მოღვაწე. შ.დადიანის და. მარიამის მამისთვის მიუღებელი იყო მაშინდელ სასწავლებლებში არსებული აღზრდისა და სწავლების რუსიფიკატორული პრინციპები და შვილს საკუთარ სახლში მიაღებინა განათლება ქართ. და ფრანგულ ენებზე. დ.-ა. ცოლად გაჰყვა რუს. არმიის ოფიცერს, თავად ტ. ანჩაბაძეს და სოხუმში დასახლდა. XIX ს. დასასრულიდან XX ს. 30-იან წლებამდე აფხ. ეროვნ. და კულტ. ცხოვრებაში არ ყოფილა ისეთი მოვლენა, რ-იც დაკავშირებული არ იყო დ.-ა-ის სახელთან. 1909 მისი თაოსნობით სოხუმში შეიქმნა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სოხუმის განყოფილება, რ-ის უცვლელი თავ-რე მის გაუქმებამდე (1926) თვითონ იყო. ამ განყოფილების ინიციატივით სოხუმში გაიხსნა ქართ. სკოლა (1910), რ-ის დირექტორად დ.-აის შუამდგომლობით დანიშნეს ნ. ჯანაშია. მისივე ინიციატივით აფხ. რ-ნებშიც გაიხსნა ქართ. სკოლები და ქართ. ენის შემსწავლელი კურსები, ჩამოყალიბდა აფხ. საგანმან. საზ-ბა. დიდია აგრეთვე მისი ღვაწლი აფხ. სასცენო ხელოვნ. განვითარებაში. დ.-ა-ის თაოსნობით სოხუმის ინტელიგენცია აწყობდა საღამოებს. მისი აქტ. მონაწილეობით 1914 ჩამოყალიბდა აფხ.-ქართ. ვოკალურ-ქორეოგრ. ანსამბლი ძ. ლოლუას ხელმძღვანელობით. 1917–21 დ.-ა. აფხ. ეროვნ. საბჭოს წევრი იყო. მთელი ცხოვრების მანძილზე იღვწოდა ქართ.-აფხ. ურთიერთობების განსამტკიცებლად. გ.ანჩაბაძე.