დადიანი-მიურატი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ს. დადიანი-მიურატი და ა. მიურატი.

სალომე დავითის ასული (1848, ზუგდიდი, – 1913, პარიზი), სამეგრელოს მთავრის დავით დადიანისა და [[ეკატერინე დადიანის]] ქალიშვილი. 1868 პარიზში ცოლად გაჰყვა ნაპოლეონ I-ის მარშლისა და სიძის, ნეაპოლის ყოფილი მეფის იოაჰიმ მიურატის შვილიშვილს, იმპერატორ ნაპოლეონ III-ის ფლიგელადიუტანტს, პრინც აშილ შარლ ნაპოლეონ მიურატს. ჯვრისწერა ტუილრის სასახლის კარის ეკლესიაში ნაპოლეონ III-ისა და დედოფალ ეჟენია მინტიხის თანდასწრებით აღსრულდა. ახალ- შეუღლებულ წყვილს საფრანგეთის იმპერატორმა პარიზში მონსოს ბაღის მახლობლად მდებარე პერეირასის სასახლე უყიდა.

1873 ნაპოლეონ III-ის გარდაცვალების შემდეგ დადიან-მიურატების ოჯახი სამეგრელოში დასახლდა, სადაც დ.-მ-მა სოფ. სალხინოსა და ჭკადუაშში დას. საქართვ. ერთ-ერთი პირველი მსხვილი რაციონალურ-კაპიტალ. ტიპის სანიმუშო მეურნეობა მოაწყო. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას მევენახეობა- მეღვინეობის განვითარებას აქცევდა და სენაკის მაზრის დიდ ფართობებზე გაშენებულ ვენახებში ოჯალეშის ჯიშის საუკე- თესო ყურძენი მოჰყავდა. წლების განმავლობაში მისი მეურნეობა თანდათან ფართოვდებოდა და სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში რამისა და დაფნის ვრცელ პლანტაციებსაც მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ დ.-მ-ის მეურნეობა ძირითადად დაქირავებულ მუშახელს ემყარებოდა და ვალდებულ გლეხთა შრომა ნაკლებად გამოიყენებოდა. მეუღლის ტრაგიკულად დაღუპვის (1895) შემდეგ, პრინცესა სალომე საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და იქვე გარდაიცვალა.

ლიტ .: ბ ე ნ დ ი ა ნ ი შ ვ ი ლ ი ა., კაპიტალისტური მეურნეობები საქართველოს სოფელში XIX–XX სს. მიჯნაზე, «მაცნე», 1968, #3; დადიანების სასახლეების საგანძური. პროექტისა და გამოცემის ავტ. გ. კალანდია, თბ., 2003; კ ა ლ ა ნ დ ი ა გ., გაძარცული საგანძური, თბ., 2006; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970. გ.გ.ლორთქიფანიძე.