დადიაში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, სვანეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზ. დ. 3536 . აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მთაზე არის მცირე ზომის მყინვარი. კალთები ძლიერ დანაწევრებული და გაშიშვლებულია. შემორჩენილია რელიეფის ძველი მყინვარული ფორმები.