დადიშქელიანები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გელოვან-დადიშქელიანების გერბი.

დ ა დ ე შ ქ ე ლ ი ა ნ ე ბ ი, ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII– XIV სს-იდან. XVIII ს-ში დ-მა საბოლოოდ დაძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები, დაიმორ- ჩილეს ზემო სვანეთის დასავლე- თი ანუ ბალსქვემო ნაწილი და შექმნეს პატარა სამთავრო, რ-ის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბაციოყი (გ. 1812) იყო. შინააშლილობის გამო დ-ის სამთავრო XIX ს. 20-იან წლებში ორად გაიყო. 1833 დ-მა რუს. ქვეშევრდომობა მიიღეს. მეფის მთავრობამ ციოყი (მიხეილი) ჩუბეხევის, ხოლო თათარყანი (ნიკოლოზი) ეცერცხუმარ- ბეჩოს მფლობელად ცნო. რუს. მფარველობაში შესული და თვითონ მართავდნენ თავიანთ სამფლობელოს და მეფის მოხელეებს ნაკლებად ემორჩილებოდნენ. 1841 მეფის არმიაში მყოფი ციოყი ჩრდ. კავკ. მთიელებთან ბრძოლაში დაიღუპა. თათარყანმა ციოყის მემკვიდრეების – კონსტანტინეს, ალექსანდრეს, ისლამის, თენგიზისა და ციოყის – მეურვეობის უფლება მოითხოვა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. თათარყანის გარდაცვალების (1850) შემდეგ, 1855, ისლამ და თენგიზ დ-მა მოკლეს თათარყანის მემკვიდრე ჯანსუღი. 1857 მეფის მთავრობამ სამთავრო გააუქმა და ჩუბეხევის დ. სამუდამოდ რუს. შორეულ გუბერნიებში გადაასახლა, ეცერ-ცხუმარ- ბეჩოს მფლობელ დ-ს კი ძვ. უფლებები ჩამოართვეს და რიგით მემამულეებად გამოაცხადეს. ლიტ.: გ ა ბ ლ ი ა ნ ი ე., ძველი და ახალი სვანეთი, ტფ., 1925; გ ა ს ვ ი ა ნ ი გ., სვანეთის საეკლესიო კრებათა მეორე მატიანე, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1972, #2; მ ი ს ი ვ ე, დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან, თბ., 1973. გ.გასვიანი.