დადუნაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არჩილ სერაპიონის ძე (16. X. 1916, ქუთაისი, – 30. VIII. 1997, იქვე), ენერგეტიკოსი, ხელსაწყოთმშენებელი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1978), გამომგონებელი (1991). ტექ. მეცნ. კანდიდატი (1962). 1940 დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის ენერგეტიკის ფაკ-ტი. 1932 წ. 16 წლისამ მუშაობა დაიწყო რიონჰესის მშენებლობაზე. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1947–69 მუშაობდა "საქენერგოს" დას. საქართვ. ენერგოსისტემაში. ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა დას. საქართველოში არსებული ენერგოსისტემის რეკონსტრუქცია, აშენდა ახ. ობიექტები, მოხდა მათი ავტომატიზაცია. სისტემაში დაინერგა მისი გამოგონებები. 1969–91 მუშაობდა ქუთ. სპეც. საკონსტრუქტორო ბიუროს დირექტორად. 1958-იდან ეწეოდა პედ. საქმიანობას. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, აქვს 39 გამოგონება. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

დადუნაშვილი

სერგო არჩილის ძე (დ. 1. I. 1949, ქუთაისი), ინჟინერ- ელექტრიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1996), საინჟ. აკადემიის ნამდვ. წევრი (2000), ბიოენერგეტიკული ტექნოლოგიების ინ-ტის დირექტორი, გამომგონებელი. დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკ-ტი (1971). 1971–81 მუშაობდა სპეც. საკონსტრ. ბიურო "ანალიზხელსაწყოში", 1981–91 – ინფორმატიკის ინ-ტის დირექტორის მოადგილედ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ინფორმაციის დამუშავების კომპიუტერული მეთოდებისა და ინფორმაციის გავრცელების ქსელური ტექნოლოგიების დანერგვაში. ეწევა აგრეთვე პედ. საქმიანობას.

დ-ის სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებაა: სისტემათა თეორია, ნანოტექნოლოგიების, მ. შ. ნანოელექტრონული მოწყობილობების მოდელირება. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და პატენტის ავტორი. თხზ.: ტექნიკური ობიექტების სისტემების განვითარების პროცესების ანალიზი კატასტროფების თეორიის გამოყენებით, კრ.: მართვის თეორია. სინერგეტიკა, წგ. 3, თბ., 2000; ნანოტექნოლოგიების შესავალი, თბ., 2002; Sensor Based on Nanomaterial of Biological Origin. – «IEEE-NANO 2002», Wash., 2002.