დავათი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დ ა ო თ ი, დ ა ვ ა ლ თ ი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ქართლის ქედის დას. კალთაზე, არაგვის მარცხ. შენაკადის – აბანოსხევის სათავეში. ზ. დ. 1160 , დუ- შეთიდან 24 კმ, მცხეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 34 კმ. 212 მცხ. (2002).

დ., ანუ დაოთი, ერთ-ერთი უძველესი ქართ. სოფელია. იგი მოხსენიებულია 1170 გიორგი IIIის მიერ განახლებულ სიგელში, რ-იც ადრე გაუცია კვირიკე კახთა მეფეს. სოფლის სამხრ.-აღმოსავლეთით მდებარეობს ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი დავათის ღვთისმშობლის ეკლესია.