დავაკრანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა ჯავახეთის ქედზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 2820 . აგებულია პლიოცენური ანდეზიტბაზალტური ლავებით. აქვს დამრეცი კალთები და გუმბათისებრი ფორმა. შემოსილია ალპ. და სუბალპ. მდელოებით.