დავიდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ი. დავიდი.

იცხაკ ხაიმის ძე (ისაკ დ ა ვ ი თ ა შ ვ ი ლი) (დ. 1946, თბილისი), ებრაელი მეცნიერი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1969). მუშაობდა თსუსა და ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში მეცნ. მუშაკად. 1972 წავიდა ისრაელში. არის ისრაელის ბ. გაპონოვის სახ. კავკასიოლოგიური სამეცნ. ცენტრის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1975–76 მოაწყო ამ ცენტრისა და კავკასიიდან წასულ ებრაელთა გაერთიანების სამეცნ.- კვლ. ექსპედიცია იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. 11 წელი იყო ისრაელის მთავრობის სპეც. მრჩეველი კულტ. და მეცნ. დარგში. ჩამოაყალიბა პოლიტ. ორგანიზაცია "ისრაელის ეროვნული მოძრაობა". არის ისრაელში დაარსებული საქართველოდან წასულ ებრ. მწერალთა კავშირის აქტ. წევრი.

ეწევა ნაყოფიერ მეცნ. მოღვაწეობას. მისი კვლევის მთ. თემაა ქართ.-ებრ., საქართვ.- პალესტინის ურთიერთობის, მცირე აზიისა და კავკ. ებრაელთა ისტ. შესწავლაგაშუქება. ამ თემას მიუძღვნა ნაშრომი "კავკასიელ ებრაელთა ისტორია პალესტინაში", რ-იც 1982 გამოქვეყნდა ებრაულ ენაზე. მისი საინტერესო გამოკვლევაა "ქართული პალესტინიანა" და ფუნდამენტური ნაშრომი "კავკასიის ებრაელთა ისტორია" (ტ. 1–2, თელ-ავივი, 1989, რუს. ენაზე). ებრაულიდან ქართულად თარგმნა და კომენტარები დაურთო იეჰუდა ჰალევი ჩორნის თხზულებას "მოგზაურობა საქართველოში", რ-იც ძვირფასი წყაროა XIX ს. II ნახ. ქართვ. ებრაელთა ცხოვრების შესასწავლად. შრომები აქვს აგრეთვე ენათმეცნიერების, ძვ. ებრაული ფილოსოფიის, ესპანურარაბულ, ესპანურ-ებრ. პოეზიის შესახებ. შეისწავლა საქართველოში მოგზაური ევროპელების (ა. კონტარინი, ი. ბარბარო, ნ. ვიტსენი, ო. დაპერი) ცნობები და ჩანაწერები. მისი მეცნ. მოღვაწეობის აღიარება იყო საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. უცხოელ წევრად არჩევა (1996). არის საქართველოს საპატიო მოქალაქე (1999).

დ. წერს ლექსებს ქართ., რუს., ინგლისურ, ესპანურ, არაბ., ებრ. ენებზე. ქართ., პოეზიას შესძინა ორიგინ. ლექსთა კრებულები. ამ- ჟამად ცხოვრობს აშშ-ში.

თხზ.: სიონიზმის მაუწყებელნი საქართველოში, თელ-ავივი, 1976; ნაწერები, ტ. 1–2, თელ-ავივი – იერუსალიმი, 1978–80; ლანდები, თელ-ავივი, 1985; ზამთრის ყვავილები, თელ-ავივი, 1988; ლამაზი ქრისტიანი გოგო უფლის საფლავთან (პოემა), თელ-ავივი, 1993. ლიტ.: შ ა რ ა ძ ე გ., იცხაკ დავიდი, მის წგ.: უცხოეთის ცის ქვეშ, წგ. 1, თბ., 1991. ა.ციციაშვილი.