დავიდოვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დენის ვასილის ძე [16 (27). VII. 1784, მოსკოვი, – 22. IV (4. V). 1839, სოფ. ვერხნიაია-მაზა, ახლანდ. რადიშჩევის რ-ნი, ულიანოვსკის ოლქი], 1812 რუსეთის სამამულო ომის გმირი, სამხ. მწერალი და პოეტი, გენ.-ლეიტენანტი (1831). 1806–12 იყო პეტრე ბაგრატიონის ადიუტანტი. 1812 სამამულო ომის დროს ჰუსართა და კაზაკთა პარტიზ. რაზმებით წარმატებით იბრძოდა მტრის ზურგში. 1813–14 მონაწილეობდა საზღვარგარეთ ლაშქრობაში. მეგობრობდა დეკაბრისტებთან. 1826–27 სამხ. სამსახურში იყო კავკასიაში. 1832 თანამდებობიდან გადადგა. ავტორია სამხ.-ისტ. და პარტიზ. მოქმედებების შესახებ თეორ. ნაშრომებისა: "სამხედრო ჩანაწერები" (ბოლო გამოც. 1982), "პარტიზანული მოქმედების თეორიის გამოცდილება" (1821) და ა. შ. შექმნა ე. წ. "ჰუსარული ლირიკა" (ლექსები: "ბურცოვს", "ჰუსართა ქეიფი", "პოეტური ქალი" და სხვ.). დაწერა მოგონებანი ა. სუვოროვზე, მ. კუტუზოვზე, პ. ბაგრატიონზე და სხვა რუს მხედართმთავრებზე. 1826 დ. სამხედრო გზით საქართველოში ჩამოვიდა. თავისი შთაბეჭდილებანი აღწერა ნაწარმოებში "მოგონება 1826 წელზე" და ლექსში "ნახევრად სალდათი" (იხ. წგ.: "რუსი მწერლები საქართველოს შესახებ", ტ. 1, თბ., 1949).

დავიდოვი

(დ ა ვ ი თ ა შ ვ ი ლ ი) სერგეი ივანეს ძე (1793–1878, პეტერბურგი), რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, ოფიცერი, კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის შთამომავალი (გვარი მომდინარეობს მეფე ალექსანდრე I-ის შვილიშვილის, დავითის სახელიდან). 1812 რუს. სამამულო ომისა და 1813–14 ევრ. ლაშქრობათა მონაწილე. ომის შემდეგ ეკავა მაღალი ადმ. თანამდებობანი. იყო ბელოსტოკის ოლქის მმართველი, რუს. რამდენიმე გუბერნიის ვიცე-გუბერნატორი და სამოქალაქო გუბერნატორი. მოღვაწეობდა განათლების დარგ- შიც: 1838-იდან იყო კიევის სასწ. ოლქის მზრუნველი, 1844-იდან – სანქტ- პეტერბ. მეცნ. აკად. საპატიო წევრი; 1845-იდან – სენატორი, 1852-იდან – სანქტ- პეტერბურგის მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტი.