დავითაია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურამ შალვას ძე (დ. 20. IX. 1939, ხონი), ბავშვთა ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1992). 1966 დაამთავრა თსსი-ის პედიატრიის ფაკ-ტი; 1969 – სოხუმის სახელმწ. პედ. ინ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი. 1966–69 იყო ყაზახეთის სსრ-ში ცელინოგრადის ოლქის, მაკინსკის რ-ნის მთ. ექიმის მოადგილე; 1969– 74 – თსსი-ის ბავშვთა ქირურგიის კათედრის თანამშრომელი, 1989– 92 – თსსი-ის სასწ.-მეთოდური განყ- ბის გამგე, 1991-იდან – ბავშვთა ქირურგ. კათედრის პროფესორი, 2005–06 – თსსუ-ის პედიატრიული ფაკ-ტის დეკანი. ამჟამად მიმარ- თულების ასოცირებული პროფესორია. დ-ს სამეცნ. შრომები ეხება ბავშვთა ქირურგ. აქტუალურ საკითხებს.

დ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი (მ. შ. 16 სასწ. და მეთოდური სახელმძღვანელო, 7 რაციონალური წინადადება და 1 გამოგონება).




სარჩევი

დავითაია დავით შოთას ძე

(დ. 11. VIII. 1938, სენაკი), სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1990), საქართვ. ნაკრების (1976–86), ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდების (1986–92) მთავარი მწვრთნელი, სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1976–86), საქართვ. მრავალგზის ჩემპიონი. იტალიის, რუმინეთის, თბილისის საერთაშ. ტურნირების გამარჯვებული. ღირსების ორდენის კავალერი. მისი აღზრდილები არიან ი. ბერიშვილი, გ. წურწუმია, ბ. ხასაია.




დავითაია ვასილ ვალერიანის ძე

ვ. დავითაია (დ. 1934).

(დ. 2. VIII. 1951, სოფ. ჭალადიდი, ფოთის მახლობლად), პოლიციის გენერალ-მაიორი (1999). 1973 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი, 1990 – ისტ.-იურიდ. ფაკტი. 1973 შრომითი საქმიანობა დაიწყო ეკონომისტად. 1979–93 მუშაობდა აფხაზეთის არ შინაგან საქმეთა ორგანოებში ხელმძღვ. თანამდებობებზე. 1993–94 იყო საქართვ. შს სამინისტროს ეკონ. დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს განყ-ბის უფროსი, 1994–95 – ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ – სამმართველოს უფროსი, 1995–97 – საქართვ. შს სამინისტროს ზურგის მთ. სამმართველოს უფროსი, 1997–2002 – საქართვ. შს სამინისტროს მატერ.-ტექ. და ფინანს. უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარე. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1997). ლ.დოლიძე.









დავითაია ვახტანგ ვლადიმერის ძე

ვ. დ ა ვ ი თ ა ი ა. "ალგეთის ბაზილიკა" (მემორიალი). 1983. სოფელი ტბისი.

(დ. 22. XII. 1934, სოფ. ძველი სენაკი, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი), არქიტექტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1990), შოთა რუსთაველის სახ. ეროვნ. პრემიის ლაურეატი (1995), საქართვ. არქიტ. კავშირის თავმჯდომარე (1995–2000), არქიტ. საერთაშ. აკად. ნამდვ. წევრი (1994), რუს. არქიტ. და სამშ. მეცნ. აკად. საზღვარგარეთელი წევრი (1994), უკრაინის არქიტ. აკად. საპატიო წევრი (2000). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1958). მუშაობდა არქიტექტორად "საქქალაქმშენსახპროექტში" (1958– 62), 1964-იდან პედ. მოღვაწეობას ეწევა საქართვ. ტექ. უნ-ტში (1992- იდან – პროფესორი), 1992–2005 იყო არქიტ. გეგმარების კათედრის გამგე, 2005-იდან – არქიტ. გეგმარების მიმართულების ხელმძღვანელი, 1970–91 – არქიტ. ინტის საპროექტო ბიუროს სტუდიის ხელმძღვანელი. ნამუშევრები: კავკასიის დამცველთა მემორიალი ყარაჩაი-ჩერქეზეთში (1968, ა. ჩიქოვანთან ერთად, მოქანდაკე გ. კალაძე; საქართვ. კომკავშირის პრემია, 1972); საერთაშ. ახალგაზრდული ცენტრი "მზიური ველი" ბაკურიანში (1982, გ. გეგელიასთან ერთად); მემორიალი "გამარჯვება" გორში და მემორიალი "გმირ მეზღვაურებს" ფოთში (1979; ორივე ობიექტისათვის მოქანდაკე ე. ამაშუკელთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია, 1982); მემორიალი "დიდება შრომას" ქუთაისში (1979, შ. ბოსტანაშვილთან ერთად, საქართვ. მინისტრთა საბჭოს, სახელმწ. პრემია "ხუთწლედის მატიანე", 1983); მემორიალი "ხსოვნის ტაძარი" სოფ. მუხრანში (1981, შ. ბოსტანაშვილთან ერთად, მხატვარი ე. ბურჯანაძე); "ხსოვნის კუბი" (1984, მოქანდაკე ვ. მელიქიშვილი) და სამხატვრო გალერეა (1977; ორივე შ. ბოსტანაშვილსა და გ. გეგელიასთან ერთად) სენაკში; "ალგეთის ბაზილიკა" სოფ. ტბისში (1983, მოქანდაკე გ. ჯაფარიძის მონაწილეობით); ხელოვნ. ცენტრი გულრიფშში (რეკონსტრუქცია-რეგენერაცია, 1988, შ. ბოსტანაშვილთან ერთად); პურის ქარხნები ვაზისუბანში (1989), თბილისის ზღვის უბანში (1988; ორივე შ. ბოსტანაშვილთან ერთად); საქართვ. კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზი თბილისში (1992); დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში (1995; მოქანდაკე ე. ამაშუკელი, საქართვ. სახელმწ. პრემია, 1996) და სხვ. დ. არის სოფიის მსოფლიო არქიტ. ბიენალეს "ინტერარქ- 83-ის" და "ინტერარქ-85-ის" ლაურეატი, 1984, 1987 და 1990 წწ. საუკეთესო პროექტისა და 1986, 1989 წწ. საუკეთესო ნაგებობის საკავშ. კონკურსების ლაურეატი, საქართველოში არქიტ. პირველი ბიენალეს (1988) ლაურეატი. პერსონალური გამოფენები ჰქონდა თბილისში, აგრეთვე საბჭოთა კავშირისა და მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში. არის რიგი ქვეყნების არქიტ. ინ-ტების საპატიო წევრი და პროფესორი.

დ-ს შემოქმედებისათ ვის დამახასიათებელია ეროვნ. თავისებურებების ძიება და ხაზგასმა, თანამედროვე ორიგინ. კომპოზიციისა და ფორმის გამოყენება, არქიტ. ხერხებით მემორიალის იდეურ-აზრობრივი არსის მხატვრული განზოგადება. ავტორია თანამედროვე არქიტ. საკითხებზე დაწერილი შრომებისა. თხზ. : არქიტექტურა. ოცნება და სინამდვილე, თბ., 2000; მონუმენტები. მემორიალები. მცირე არქიტექტურა, თბ., 2004; პროცესი, თბ., 2009. ს.კინწურაშვილი. მ.მაისურაძე.




დავითაია თეოფანე ფარნას ძე

თ. დავითაია.

[2 (15). IX. 1911, სოფ. ეკი, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი, – 29. VII. 1979, თბილისი], გეოგრაფი, აგრომეტეოროლოგი და კლიმატოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1960), სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1951), პროფესორი (1961), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966), საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმის წევრი და დედამიწის შემსწავლელ მეცნ. განყ-ბის თავ-რე (1963- იდან), ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტის დირექტორი (1962-იდან), საქართვ გეოგრ. საზბის პრეზიდენტი (1970-იდან), საერთაშ. გეოგრ. კავშირის ვიცეპრეზიდენტი (1972-იდან). 1932 დაამთავრა სუბტროპ. კულტურების საკავშ. ინ-ტი თბილისში. 1932–41 და 1945–51 მუშაობდა ლენინგრადის (სანქტ- პეტერბურგი) მემცენარეობის ინ-ტში. 1941–45 იყო საავიაციო მეტეოროლ. სამსახურის უფროსი, 1951–59 – სსრკ ჰიდრომეტეოროლ. სამსახურის მთ. სამმართველოს უფროსის მოადგილე სამეცნ. ნაწილში. სხვადასხვა დროს იყო ლენინგრადის, მოსკ., თბილ. და უისკონსინის (აშშ) უნ-ტების პროფესორი, სამეცნ.- ტექ. ჟურნ. "მეტეოროლოგია და ჰიდროლოგიის" მთ. რედაქტორი (1955–62), "სსრკ კლიმატური ატლასის" 3-ტომიანი გამოცემის მთ. რედაქტორი (1960–64). არჩეული იყო უცხოეთის მრავალი ქვეყნის სამეცნ. საზ-ბის წევრად. დ-ს შრომები ეხება ზოგად და სას.-სამ. კლიმატოლოგიას, აგრომეტეოროლოგიას, სოფ. მეურნ. გეოგრაფიას, ბუნების დაცვისა და გარდაქმნის პრობლემებს. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის კლიმატისა და ამინდის არახელსაყრელ პირობებთან (გვალვა, ხორშაკი, წაყინვა) ბრძოლის მეთოდების თეორ. დასაბუთებაში; დაამუშავა აგროკლიმ. დარაიონებისა და კლიმატის სას.-სამ. შეფასების მეთოდები; შექმნა კლიმატის საწარმოო შეფასების ახ. მეცნ. მიმართულება. შეისწავლიდა თანამედროვე ცივილიზაციის ზეგავლენით ბუნებაში თავისუფალი ჟანგბადის სისტემ. კლების პრობლემებს.

დ-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, სსრკ (1973) და საქართვ. (1971) სახელმწ. პრემიები, ა. ვოეიკოვის სახ. პრემიები (1956 და 1966), სსრკ გეოგრ. საზ-ბის დიდი ოქროს მედალი (1976), კუბის გეოგრ. ინ-ტის თანადამაარსებლის დიპლომი (1965, კუბა), კუბის მეცნ. აკად. დიდი ოქროს მედალი (1972). 1980 დაარსდა დ-ს სახ. პრემია ბუნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების დარგში თვალსაჩინო სამეცნ. შრომებისათვის. მის სახელს ატარებდა სანაოსნო თბომავალი "აკადემიკოსი დავითაია". თხზ.:Климатические зоны винограда в СССР, 2 изд., М., 1948; Исследование климатов винограда в СССР и обоснование их практического использования, М.– Л., 1952; Прогноз обеспеченности теплом и некоторые проблемы сезонного развития природы, М., 1964; Климатические ресурсы Кубы и их использование в народном хозяйстве, Тб.,1966 (Tanaavt. И. И. Трусов); Проблема прогноза испаряемости и оросительных норм, Л .,1970 (Tanaavt. Ю. С. Мельник); Атмосфера и биосфера – прошлое, настоящее, будущее, Л.,1975; Проблемы борьбы с градобитием, морозами в субтропиках и некоторыми другими стихийными процессами. Новые аспекты, ч. 1–2, Тб., 1981 (Tanaavt. К. А. Таварткиладзе); ჰავა და სოფლის მეურნეობა, პეკინი, 1959 (ჩინ. ენაზე); აგრომეტეოროლოგია, პეკინი, 1960 (ჩინ. ენაზე). ლიტ .: თეოფანე დავითაია. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. ე. ელიოზიშვილი, თბ., 1984; კ ვ ე რ ე ნ ჩ ხ ი ლ ა ძ ე რ., გ ა გ უ ა გ., აკადემიკოსი თეოფანე დავითაია, თბ., 1984; მ ე დ ვ ე დ ე ვ ი ი., აკადემიკოსი თეოფანე დავითაია, თბ., 1987; მ ი ს ი ვ ე, В первом приближении, M., 1975;ხ ა რ ა ძ ე კ., კაცი ლეგენდა. აკადემიკოსი თეოფანე დავითაია, თბ., 2011. გ.დონდუა.




დავითაია პაატა ოთარის ძე

(დ. 16. II. 1974, გულრიფში), იუსტიციის გენერალ-მაიორი (2003), იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი (2006). 1994 დაამთავრა თსუ-ის სოხუმის ფილიალის სამართალმცოდნეობის ფაკ-ტი, იყო აფხაზეთის ავტონ. რესპ. უმაღლესი საბჭოს მთ. სახელმწ. მრჩეველი (1996–2001), საქართვ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავ-რის მოადგილის თანაშემწე, აპარატის უფროსი (2001– 02), აფხაზეთის ავტონ. რესპ. იუსტიციის მინისტრი (2002–03), აფხაზეთის ავტონ. რესპ. მინისტრთა საბჭოს თავ-რის მოადგილე და I მოადგილე (2003–04). 2008 წ. 26 დეკემბრიდან არის საქართვ. პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე. ავტორია 15 სამეცნ. ნაშრომის და 2 მონოგრაფიისა.